რეჟიმი
ნავთობ/გაზის
ტერმინალზე

1. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი ნავთობ/გაზის ტერმინალზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით როგორც ტერმინალის ტერიტორიასა და აკვატორიაში, ასევე მის საზღვრებში მყოფ გემებზე.

2. ნავთობ/გაზის ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული საჰაერო მექანიკური ქაფსაქრობი სისტემით.

3. ხანძარსაწინააღმდეგო წყლისა და ქაფის მილები უნდა იყოს მარკირებული ყოველწლიური წნევაზე გამოცდის აღნიშვნით. ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის სისტემის ცისტერნის სახურავი უნდა იყოს შესაბამისად დახურული, ქაფის კონცენტრატის დონის მაჩვენებელი ხელთნაკეთი და უნდა იკითხებოდეს ქაფის დონე ცისტერნაში.

4.ნავთობ/გაზის ტერმინალზე:

ა) უნდა არსებობდეს სახანძრო საგუშაგოები, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით აღჭურვილი და დაკომპლექტებული პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებებით;

ბ) დასაშვებია მხოლოდ ცენტრალური (წყლის) გათბობის სისტემა;

გ) უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ელექტროგანათება;

დ) უნდა არსებობდეს საიმედო სატელეფონო კავშირი და სახანძრო სიგნალიზაცია. ყველა სატელეფონო აპარატთან გამოკრული უნდა იყოს სახანძრო დაცვის სამსახურის ტელეფონების ნომრები.

5. ნავთობ/გაზის ტერმინალის ყველა ნავმისადგომი აღჭურვილი უნდა იყოს ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობით.

6. ნავმისადგომის მისადგომი ხაზი უნდა იყოს მოწესრიგებული და არ გააჩნდეს ლითონშვერილები.

7. ნავთობ/გაზის ტერმინალზე აკრძალულია:

ა) ყოველგვარი ტარის და აღჭურვილობის დაწყობა;

ბ) ავტოტრანსპორტისა და სარკინიგზო თბომავლების ექსპლუატაცია, თუ მათ არ გააჩნიათ სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა;

გ) თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

დ) ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება ნავთობ/გაზის ტერმინალის მთელ ტერიტორიასა და ნავმისადგომთან მდგომ გემებზე;

ე) გათბობა ადგილობრივი ღუმელის მეშვეობით;

ვ) ნავთობ/გაზის ტერმინალის აკვატორიაში იმ გემების ნავმისადგომებთან მისვლა, რომლებიც არ მონაწილეობენ ნავთობის დატვირთვა/გადმოტვირთვაში;

ზ) ნავთობ/გაზის (აირის) ტერმინალებზე სახანძრო, ტექნიკური და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათთან მიმავალი და გამოსასვლელი საევაკუაციო ცენტრალური გზის საფარი და განათება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული.

8. ნავთობგაზის ტერმინალზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს დღისითა და ღამით კარგად ხილვადი წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „არ მოწიოთ“, „ხანძარსაშიშია“, „არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი“ და სხვა.

9. ხანძარსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ტვირთებთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების დაწყებისათვის, ნავთობ/გაზის ტერმინალის ნავმისადგომზე სრულ მზადყოფნაში უნდა იქნეს მოყვანილი ყველა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება (წყალი და ქაფსაქრობი სისტემები, შლანგები უნდა განლაგდეს გემბანებსა და ნავმისადგომის ტერიტორიაზე, ჩაირთოს ნაპერწკალსაქრობი და სხვა).

10. ნავთობ/გაზის ტერმინალის ტერიტორია და აკვატორია უნდა იყოს დასუფთავებული.

11. ნავთობის გაჟონვა მილსადენიდან, შეერთებიდან, ფარსახურიდან და სხვა დაუშვებელია. გაჟონვის აღმოჩენისთანავე სატვირთო ოპერაციების წარმოება უნდა შეჩერდეს და სასწრაფოდ აღმოიფხვრას გაჟონვის გამომწვევი დაზიანება ან განხორციელდეს გაუმართავი ნაწილის გამორთვა.

12. ოპერატორმა ნავთობის დაღვრის შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ სალიკვიდაციოს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

13. ნავთობტერმინალის ნავმისადგომზე არსებული ნავთობშემგროვებლები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს დაგროვილი ნავთობის ნარჩენებისაგან და ინახებოდეს გამართულ მდგომარეობაში.

14. ნავთობ/გაზის ტერმინალზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ყოველგვარი სატვირთო ოპერაცია ნავთობ/გაზის ტერმინალსა და ნავსადგურში მდგარ გემებზე უნდა შეწყდეს. შლანგები ალაგდეს, გემები კი მოყვანილ იქნეს სრულ მზადყოფნაში ზღვაში გასასვლელა