1. სანავსადგურე ერთეულში შემოსულ გემზე არსებული და განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს SOLAS-74 და საკლასიფიკაციო საზოგადოების მოთხოვნებს.

2. სანავსადგურე ერთეულში მყოფ გემს სრულ მზადყოფნაში უნდა ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებები.

3. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ გემის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მითითებები. ის გემი, რომელზეც მითითებისამებრ არ შესრულდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ზღვაში არ გაიშვება.

4. ცეცხლსაშიში ტვირთით დატვირთული ტრიუმები და სხვა სათავსები, ასევე, ამავე ტვირთის გადმოტვირთვის შედეგად დაცარიელებული ტევადობა უნდა შემოწმდეს ფეთქებადუსაფრთხო კონსტრუქციის გადასატანი სანათი საშუალებებით.

5. თამბაქოს მოწევა გემზე დასაშვებია მხოლოდ გემის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ადგილზე, სადაც გამოკრული უნდა იყოს წარწერა „მოსაწევი ადგილი“ ინგლისურ ენაზე „Smoking area“.

6. გემზე, რომელსაც ტრიუმით ან შეფუთულ მდგომარეობაში გადააქვს 3.1, 3.2 და 3.3 ქვეკლასის ადვილადაალებადი სითხეები ან გემზე, რომლის გემბანზე ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხეა განლაგებული, ასევე სატვირთო ტანკების დასატვირთად მომზადება (გარეცხვა, გაწმენდა, ტვირთის ნარჩენების მოცილება, დეგაზაცია) მას შემდეგ, რაც გადაზიდულ იქნა 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხეები – აკრძალულია, ნებადართულია მხოლოდ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც დარტყმის შედეგად არ წარმოქმნიან ნაპერწკალს.

7. გემზე არსებული პიროტექნიკური სასიგნალო საშუალებები უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი არამიზნობრივი გამოყენება. სასიგნალო საშუალებათა შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის კაპიტანს.

8. სასიგნალო რაკეტების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ უბედურების სიგნალის მისაცემად.

9. დატვირთვის დაწყებამდე გემის ადმინისტრაციამ უნდა შეამოწმოს ელექტროგაყვანილობა ტრიუმებში და დარწმუნდეს, რომ იგი არის წესრიგში.

10. ნავთობთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები უნდა სრულდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამისათვის სპეციალურად დანიშნული გემის კაპიტნის თანაშემწის მუდმივი მეთვალყურეობის ქვე