1. ნავთობ/აირ ტერმინალის ტანკებში (ხმელეთზე განთავსებულ ავზებში), აგრეთვე ნედლი ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების გადაზიდვის შემდეგ გემის (ტანკერის) ტანკებში ჩასვლა შეიძლება მხოლოდ მათი წინასწარ გარეცხვისა და დეგაზაციის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს თვისობრივად უსაფრთხო აღჭურვილობა.
2. დახურულ სათავსოებში (Enclosed spaces) შესვლა შეიძლება მხოლოდ მათი წინასწარი გარეცხვისა ან/და დეგაზაციის/ვენტილაციის შემდეგ სათანადო მოთხოვნების შესრულებითა და დაცვით, ჟანგბადის შემცვლელობა უნდა იყოს 20.9%, ტოქსიკური გაზების შემცვლელობა დასაშვებ ზღვრულ სიდიდეზე (TLV) ნაკლები; ნახშირწყალბადი (Hydrocarbon) <1% LEL-ზე ნაკლები.
3.IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის დასატვირთ მილს უნდა გააჩნდეს:
ა) ფერადი ლითონის ან ფერადი ლითონით მოპირკეთებული ნაპირა ტუჩი;
ბ) სპილენძის მავთული ან ფირფიტა, რომლის ბოლო მიდუღებული უნდა იყოს პირტუჩთან, სტატიკური ელექტროობის თავისუფალი წრედის შესაქმნელად.
4. ტვირთი, რომლის ტემპერატურა ტანკერში ჩასხმამდე 5 გრადუსით განსხვავდება მისი ფეთქების ტემპერატურისგან, მიეკუთვნება IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის ტვირთს და მისი დატვირთვა უნდა განხორციელდეს სათანადო პირობების გათვალისწინებით.
5. IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი ტვირთის ტანკერში ჩატვირთვა/გადმოტვირთვისას აკრძალულია:
ა) ღია ცეცხლის გამოყენება;
ბ) გადასატანი ელექტროგასათბობი ხელსაწყოების, ასევე გემისა და სანაპირო ქსელის გადასატანი ელექტროკაბელების გამოყენება.
6. სატვირთო ოპერაციების წარმოებისას გემზე, რომელსაც გადააქვს IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილადაალებადი თხევადი ტვირთი, სატვირთო გემბანზე იმ პირების გადაადგილება, რომლებიც სატვირთო ოპერაციებთან არ არიან დაკავშირებული, აკრძალულია.
7. სატვირთო გემბანზე გადაადგილება უნდა განხორციელდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ბილიკების ან/და გადასასვლელი ხიდურებით, რომლებსაც უნდა ჰქონდეს სრიალსაწინააღმდეგო ზედაპირი (non slip surface) და უნდა იყოს შემოფარგლული მოაჯირით
8. პირს, რომელიც მონაწილეობს სატვირთო გემბანზე IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი ტვირთის ჩასხმის ან გადმოსხმის ოპერაციების განხორციელებაში, უნდა ეცვას უსაფრთხო ფეხსაცმელი და მას ეკრძალება თან იქონიოს ასანთი, სანთებელა, ტელეფონი, სხვა ელექტრომოწყობილობა და ლითონის საგნები, რომლებმაც მეტალის გემბანზე დავარდნისას შეიძლება წარმოქმნან ნაპერწკალი.
9. IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, რთული მეტეოროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს, აკრძალულია. ამ დროს ტანკერი, ტრიუმები და გაზსარიდი მილები უნდა დაიკეტოს.
10. ტანკერის ბუქსირით მომსახურებისას საბუქსირებელ და მაბუქსირებელ გემებზე უნდა მოქმედებდეს იდენტური ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი.
11. არათვითმავალი ნავთობმზიდი ბარჟიდან ადვილად აალებადი თხევადი ტვირთის ნავთობ/აირ ტერმინალში ან გემში გადატვირთვისას, მაბუქსირებელი გემი უნდა იმყოფებოდეს მზადყოფნაში ამ ბარჟასთან ახლოს, საჭიროების შემთხვევაში ბარჟის ნავთობ/აირ -ტერმინალიდან/გემიდან დაუყოვნებლივ მოსაშორებლად.
ნავსადგურის აკვატორიის დაბინძურების თავიდან აცილე