1. სანავსადგურე ერთეულში ხანძრის გაჩენისას, ჩაქრობას სახანძრო რაზმის მოსვლამდე ხელმძღვანელობს ამ ობიექტის ხელმძღვანელი.

2. ხანძარზე მისული უფროსი მეხანძრე უფლებამოსილია თვითონ უხელმძღვანელოს ხანძრის ჩაქრობას. ხელმძღვანელობის ჩაბარების მომენტად ითვლება მის მიერ ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი მითითების გაცემა.

3. გემზე ხანძრის გაჩენიდან მის საბოლოო ლიკვიდაციამდე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ამ ავარიული გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი პირი. აღნიშნული პირი ვალდებულია გამოაცხადოს გემზე საერთო განგაში, მისცეს სიგნალი სახანძრო განგაშის შესახებ და ორგანიზებულად, გემზე არსებული ძალებისა და საშუალებების, ასევე, შორიახლოს მდგომი გემებისა და ნაპირიდან დასახმარებლად მოსული მცურავი ობიექტების ძალების გამოყენებით, ყოველი ღონე იხმაროს ხანძრის ჩასაქრობად.

4. ხანძარზე მოსული უფროსი რანგის მეხანძრე ითვლება ავარიული გემის კაპიტნის (მისი შემცვლელი პირის) კონსულტანტად, ამავდროულად ასრულებს მის უშუალო მოვალეობებს, ხელმძღვანელობს ქვეშევრდომთა მოქმედებებს და ტექნიკის გამოყენებას ხანძრის ჩაქრობისას.

5. გამონაკლისის სახით, გემთმფლობელის გადაწყვეტილებით ან ავარიული გემის კაპიტნის (მისი შემცვლელი პირის) თხოვნის საფუძველზე, გემზე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობა შეიძლება დაეკისროს უფროს მეხანძრეს.

6. თუ ხანძარი წარმოიშვა გემზე, რომელზეც არ არის ეკიპაჟი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ავარიულ გემზე მოსული რანგით უფროსი მეხანძრ