1. ხანძრის თავიდან აცილების უზრუნველყოფა სანავსადგურე ერთეულში შესაძლებელია სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და მის ობიექტებზე კანონმდებლობით დადგენილი, ტვირთის გადაზიდვის, დაწყობის, შენახვის, გადამუშავებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.
2. სანავსადგურე ერთეულის საწყობებში, სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს მოქმედი წესებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია, ასევე, ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა ჩამონათვალი და სახანძრო სამსახურის ტელეფონის ნომერი (იგი აღნიშნული უნდა იყოს სანავსადგურე ერთეულის ყველა ტელეფონის აპარატთან). ინსტრუქციას უნდა გაეცნოს ობიექტზე მომუშავე ყველა მუშა-მოსამსახურე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სანავსადგურე ერთეულის ყველა ობიექტი, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით, და ინახებოდეს გამართული სახით თვალსაჩინო, ადვილად მისაწვდომ ადგილას.
4. ყველა სახანძრო მისასვლელი, გასასვლელი, სავალი გზები და გადასასვლელები უნდა იყოს მოწესრიგებული, დროულად გაიწმინდოს თოვლისა და ნაგვისაგან, ღამით იყოს განათებული.
5. სახანძრო წყალგაყვანილობა და სახანძრო ონკანები, სახანძრო სახელოები და ლულები მუდმივად უნდა იმყოფებოდეს წესრიგში, სახანძრო წყალსატევები და კასრები იყოს სავსე, ხოლო ყუთებში ეყაროს სილა.
6. ნავმისადგომები, გემების დგომის ადგილებში აღჭურვილი უნდა იყოს საერთაშორისო ტიპის („ნაპირი“) გამართული გადამსვლელი შემაერთებლით (International Shore Connection)), რომელიც ხანძრის შემთხვევაში წყლის მიწოდების მიზნით უზრუნველყოფს მასთან გემის საერთაშორისო ტიპის გადამსვლელი შემაერთებლის („გემი“) მიერთებას.
7. სანავსადურე ერთეულის ტერიტორიასა და მის ობიექტებზე ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესადუღებელი სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ სახანძრო დაცვის სამსახურის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში და იმ პირობით, რომ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაცული იქნება ამ სამსახურის და აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელის მითითებანი.
8. ღია ცეცხლის გამოყენება იმ სამუშაოების წარმოებისას, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის დამაგრებასა და/ან გემის რემონტთან, უნდა განხორციელდეს სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე და გემის მიერ საწვავის აღებამდე.
9. ელექტროხელსაწყოს, გაზის ღუმელის და სხვა გასათბობი მოწყობილობის გამოყენება ნავსადგურის ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ სახანძრო დაცვის სამსახურის თანხმობით.
10. ღუმელის ექსპლუატაციას ახორციელებს სანავსადგურე ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ინსტრუქტაჟი. ღუმელის გახურება უნდა შეწყდეს არაუგვიანეს 2 (ორი) საათით ადრე სამუშაო დროის დამთავრებამდე.
11. თბომავალში საწვავის ჩასხმა ხდება სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეთანხმებით სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას.
12. საწარმოო, სამსახურებრივ და სასაწყობე შენობა-ნაგებობაში დაშვებულია მხოლოდ ელექტროგანათება.
13. ელექტროხელსაწყო და მოწყობილობა (გარე და შიდა) უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროტექნიკურ ნორმებს და მოთხოვნებს.
14. სამუშაოს დასრულების შემდეგ პასუხისმგებელი პირები ყოველდღიურად უნდა ამოწმებდნენ ყველა სამსახურებრივ და სასაწყობე შენობაში სახანძრო უსაფრთხორების დაცვის მდგომარეობას.
15. შენობებში, რომლებიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ იკეტება და აღარ მოწმდება, ელექტროაღჭურვლობა მთლიანად უნდა გამოირთოს, ღუმელში ჩაქრეს ცეცხლი და გადაესხას წყალი.
16. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ადვილადაალებადი და საწვავი სითხის, აგრეთვე სხვა ხანძარსაშიში ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ცარიელი ცისტერნებისა და ვაგონების გაჩერება, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად, აკრძალულია.
17. გემზე საშემდუღებლო/საჭრელი სამუშაობის ჩატარება (გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სახარატე სახელოსნოსი) ნავსადგურის აკვატორიაში, ნავმისადგომთან თუ საღუზე რაიონში დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურის ინსტრუქტორის მიერ სამუშაო ადგილის შემოწმებისა და სათანადო წერილობითი ნებართვის გაცემის შემდეგ, რომლის ასლი შემდგომი შეთანხმების მიზნით უნდა წარედგინოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. გემის კაპიტანს ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დაწყება შეუძლია შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე რისკების შეფასებისა და მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩატარებისა და ნავსადგურის კაპიტნის თანხმობის მიღების შემდეგ. სამუშაოების დაწყება და დამთავრება გემის კაპიტანმა უნდა შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერს.
18. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აეროვანი ჭრა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რომელსაც სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის წესების შესაბამისად უთანხმებს სააგენტოს.
19. იმ პირის კვალიფიკაცია, რომელიც ახორციელებს ელექტრო და/ან გაზით ჭრა-შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სამუშაოებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
20. შედუღების პროცედურების წარმოებისას სანავსადგურე ერთეულის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პერსონალური დამცავი ხელსაწყოთი, ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მზომი ხელსაწყოთი (PPE).
21. დოკერები უნდა იყოს დაცული სათანადო აირწინაღებით და სათვალეებით.
22. სატვირთო თუ სახანძრო სარქვლებზე (Valve) აღნიშნული უნდა იყოს გახსნის და დახურვის მანიშნებელი მიმართულებები. ასევე სარქველს უნდა გააჩნდეს გახსნა/დახურვის მანიშნებელი ინდიკატორ