1. ნავსადგურის აკვატორიის დაბინძურებისაგან დაცვა რეგულირდება ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სანავსადგურე ერთეულებს და ნავთობ ტერმინალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ნავთობის ავარიული დაღვრის I და II დონის სალიკვიდაციო ტექნიკური დანადგარები, რეაგირების გეგმები და ჰყავდეთ შესაბამისად გაწვრთნილი ნავთობის ავარიულ დაღვრაზე რეაგირების ჯგუფები.
3. ნავსადგურის აკვატორიაში გემების გამონაბოლქვი აირების გამწმენდი სისტემის (Exhaust Gas Cleaning System) ნარეცხი წყლის ზღვაში გაშვება აკრძალულია.
4. ტრიუმების დაშრობა უნდა მოხდეს წინასწარ, ღია ზღვაში გემის გარე რეიდთან მისვლამდე.
5. სანავთობო ტანკიდან წყლის ბალასტის გადაღვრა, ლიალური წყლების (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ამოღება და კოფერდამის გაშრობა, ასევე, ტანკის ნარეცხის ზღვაში ჩაღვრა აკრძალულია. გემზე დაგროვილი ნარჩენები, დადგენილი წესით, უნდა ჩაბარდეს ნაპირზე.
6. დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციისათვის ქიმიური პრეპარატების გამოყენება, სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად, აკრძალულია.
7. რეიდზე ან ნავმისადგომთან მდგარი გემი, რომელიც წყლის ზედაპირზე შეამჩნევს ნავთობს, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
8. თუ ნავსადგურის აკვატორიაში აღმოჩნდება დაღვრილი ნავთობი, მაშინ ამის თაობაზე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური აცნობებს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურს.
9. ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის მიერ დგება აქტი დაღვრის შესახებ დაღვრილი ნავთობის სავარაუდო ოდენობის ჩვენებით.
10. გემის კაპიტანი უზრუნველყოფს:
ა) ნავთობისა და ნებისმიერი კონცენტრაციის ნავთობნარევების, ასევე ფეკალური წყლების, საჭმლის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნაგვის, ქიმიური ნივთიერებებისა და დაბინძურებული წყლის ზღვაში მოხვედრის არდაშვებას;
ბ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლამდე გემზე იმ სარქველების და მოწყობილობების დალუქვას/დაკეტვას, საიდანაც შეიძლება ზღვის დაბინძურება.
11. რეიდზე ან ნავმისადგომთან მდგარი გემი, ვალდებულია მათი გემიდან ზღვის დაბინძურების რისკის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციურ სამსახურ