1. გემისათვის საწვავის მიწოდება ხორციელდება მისი სათანადოდ მომზადების შემდეგ, რაც დასტურდება გემის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში გაგზავნილი ინფორმაციით.
2. საწვავის გემში ჩასხმა ხორციელდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.
3. გემს უნდა გააჩდეს საწვავის მიღების (ჩასხმის) ტექნოლოგიური სქემა/გეგმა/და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, საწვავის მიღების მზადყოფნის შესახებ საბუთი.
4. ნავსადგურის აკვატორიაში არსებული გემების რაოდენობიდან და მოძრაობის ინტენსიურობიდან გამომდინარე საბუნკერო ოპერაციის ადგილი (ნავმისადგომი თუ რეიდი) თანხმდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან.
5. თხევადი საწვავის გემში ჩასხმა აკრძალულია, თუ:
ა) საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემების მიერ არ იქნა ჩატარებული საწვავის ჩასხმისათვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები;
ბ) რომელიმე ხანძარსაქრობი სტაციონარული სისტემა გაუმართავია;
გ) გემზე მიმდინარეობს შედუღებასთან და გემბანზე მეტალის ციცქნვის/გაშალაშინების (Chipping) სამუშაოებთან დაკავშირებული სამუშაოები.
დ) საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
6. საწვავის ჩასხმის დამთავრების შემდეგ, მაბუნკერებელმა გემმა საწვავის მიმღებ (დასაბუნკერებელ) გემს უნდა წარუდგინოს საწვავის ჩაბარების ბარათი/დოკუმენტი (Bunker delivery №ote), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს MARPOL-ის კონვენციის მე-6 დანართის მოთხოვნებს