1. გემი თავისუფალი პრაქტიკის უფლებას იძენს ნავმისადგომთან დაყენების შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – რეიდზე, სასაზღვრო, შემოსავლების სამსახურის სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ფორმალობების შესრულების შემდეგ. აღნიშნული მომენტიდან აითვლება სატვირთო ოპერაციებისათვის განკუთვნილი დრო (სტალიური დრო).

2. თავისუფალი პრაქტიკის მიღებამდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესვლის მომენტიდან გემს აღმართული უნდა ჰქონდეს ყვითელი ფერის დროშა ‘Q’ (ქვებეკი).

3. გემის საბუთებისა და ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ახორციელებს ნავსადგურში გემის შესვლის გაფორმებას, რაც მოიცავს ნავსადგურში გემის შესვლის რეგისტრაციას, აგრეთვე ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადსა და გემის ეკიპაჟის სიაზე შტამპის დასმას, თავისუფალი პრაქტიკის მიღების დროის მითითებით. გემის კაპიტანზე გაიცემა ნავსადგურში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი – წერილობითი თანხმობ