1. გემის გადმოსატვირთად ან დასატვირთად მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინება (მზადყოფნის ნოტისი/Notice of Readiness) გემის კაპიტანმა უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით სანავსადგურე ერთეულსა და ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს უნდა გადასცეს გემზე შემოსავლების სამსახურის პროცედურების დასრულებისა და თავისუფალი პრაქტიკის მიღების შემდეგ, სანავსადგურე ერთეულის სამუშაო დროის განმავლობაში.

2. გემის ტვირთთავსები (ტრიუმები) დატვირთვის ოპერაციების დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაიწმინდოს და აღიჭურვოს მოცემული ტვირთის დასატვირთი ყველა საჭირო მოწყობილობით.

3. გემის სატვირთო ოპერაციისათვის მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი) გადაცემულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტობრივ მზადყოფნაში იქნება მოყვანილი კონკრეტული ტვირთის დასატვირთად ან გადმოსატვირთად განკუთვნილი გემის შესაბამისი ტვირთთავსი (ტრიუმი) და/ან ტანკი.

4. გემი ნაყარი ტვირთით დასატვირთად მზადყოფნაში ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო მარკა/წყალშიგის აღმნიშვნელი მარკირებული ყველა ნიშნულები (Draft marks) ხილვადია და გემს გააჩნია სატვირთო შკალა და სხვა საჭირო დოკუმენტები.

5. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების განხორციელება ნებადართულია მხოლოდ გემის კაპიტნის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის, შესაბამის სატვირთო ტერმინალისთვისა და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისათვის „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატის“ წარდგენის შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალიზებულ გემზე, რომელიც აგებულია სახიფათო ტვირთის გადასაზიდად (ტანკერები, ქიმმზიდები, აირმზიდები და სხვა).

7. ტანკერებისთვის, ქიმმზიდებისთვის და აირმზიდებისთვის, გემის სატვირთო ოპერაციებისთვის მზადყოფნა დადასტურდება გემისა და ტერმინალის წარმომადგენლებს შორის ‘გემი-ნაპირი უსაფრთხო შემოწმების კითხვარის (Ship-Shore safety check list) დოკუმენტის მიხედვით მიღწეული შეთანხმებისა და სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის წარმომადგენლის (უსაფრთხოების ოფიცრის ან Loading Master-ის) მიერ ჩატარებული გემის ინსპექტირების შემდე