1. სანავსადგურე ერთეულში ერთი „სამუშაო დარიანი დღისათვის“ (დღე-ღამე) გემის დატვირთვისა და გადმოტვირთვის მინიმალური ნორმა განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

2. სანავსადგურე ერთეულში გემის დატვირთვა/გადმოტვირთვის მინიმალური ნორმები არ ვრცელდება გენერალურ და შეფუთვაში მოთავსებულ ტვირთზე, თუ აღნიშნული ტვირთის ყოველი ერთეულის წონა აღემატება 10 (ათი) ტონას და/ან სიგრძე – 8 (რვა) მეტრს.

3. ნავთობის ჩასხმისას, მილების ჩაბმა-ჩახსნის ოპერაციებს აწარმოებს ნავთობტერმინალი, ტვირთ-გამგზავნის/ტვირთმიმღების ხარჯით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ