1. ტენსაშიში ტვირთის დამუშავებისას:

ა) გემის კაპიტანს/სანავსადგურე ერთეულს/სატვირთო ტერმინალს არა აქვს უფლება მოითხოვოს გემის დატვირთვა/გადმოტვირთვა სატვირთო ოპერაციებისათვის ან ტვირთისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების (წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, ელჭექი და სხვა) დროს და ამ მოვლენების შეწყვეტიდან 2 საათის განმავლობაში. ამასთან, ეს დრო აკლდება სტალიურ დროს უამინდობის მოტივით, თუ ფაქტობრივად დატვირთვა/გადმოტვირთვა არ ჩატარებულა;

ბ) ხეტყის მასალის ცალკეული პარტიები მონიშნული უნდა იყოს საღებავით ან სხვა განმასხვავებელი საშუალებით ტვირთგამგზავნის მიერ და მისივე ხარჯით.

2. ნაყარი ტვირთის დამუშავებისას:

ა) გემი დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის მზადმყოფად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გემის ქიმის, კიჩოსა და შუა ნაწილებში ბორტის ორივე მხარეზე გარკვევით აღნიშნულია გემის წყალშიგის მარკირებული ნიშნულები (Draft marks), ხოლო გემის საბუთებში არის ოფიციალური „სატვირთო სკალა“ და სხვა დოკუმენტები (ჰიდროსტატიკური ცხრილები ან მრუდები და სხვა),რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გემში ჩატვირთული ან გემიდან გადმოტვირთული ტვირთის რაოდენობის განსაზღვრა წყალშიგის გაზომვით და დაანგარიშებით, დოკუმენტებში არსებული მონაცემების მიხედვით;

ბ) გემზე დატვირთული ან გემიდან გადმოტვირთული ტვირთის წონის განსაზღვრისას გემის წყალშიგის გაზომვის საშუალებით, გემის კაპიტანი ვალდებულია შემმოწმებელს გემის აუცილებელი დოკუმენტების გარდა, დამატებით მიაწოდოს მონაცემები გემზე არსებული მარაგის შესახებ როგორც სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, ასევე სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას და დასრულების შემდე