1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია გემის კაპიტანს ხელმოსაწერად წარუდგინოს კონოსამენტი/საზღვაო ზედნადები და ტვირთთან დაკავშირებული სხვა საბუთები.
2. გემის კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ან მიიღოს ტვირთი სატვირთო ადგილების რაოდენობის მიხედვით, კონოსამენტის/საზღვაო ზედნადების შესაბამისად.
3. ტვირთის მიღება დასტურდება ტვირთმიმღების ან მისი რწმუნებულის ხელმოწერით კონოსამენტზე/საზღვაო ზედნადებზე.
4. შემმოწმებლის პატაკი ან აქტი ფორმდება გემის სატვირთო ოპერაციის შემდეგ, გემის წყალწყვის ან ტალმანის (ტვირთის დამთვლელი) ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შედგენილია გემის ეკიპაჟის, ექსპედიტორის ან უფლებამოსილი ტვირთის დამთვლელი (სატალმანო) კომპანიის მიერ.
5. სატვირთო ოპერაციაში მონაწილე ყველა მხარე ვალდებულია მიაწოდოს ტვირთთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ნებისმიერი მხარის მიერ დანიშნულ შემმოწმებელ