1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავსადგურის ტერიტორია შედგება: ნავთობ/აირ ტერმინალის №1, №2 და №3 ნავმისადგომების, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის №4/5 ნავმისადგომის, საბორნე გადასავლელის №6 ნავმისადგომის, მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8 და №9 ნავმისადგომების, სამგზავრო და საკრუიზო №10 და №11 ნავმისადგომების და CBM კომპლექსის ე.წ. „უნავმისადგომო ჩამოსასხმელისაგან“.
2. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაში არ შედის:
ა) სანაპირო ზოლის მონაკვეთი მოთავსებული №9 და №10 ნავმისადგომებს შორის;
ბ) „იახტ კლუბის“ ტერიტორია.
3. შიდა რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) განლაგებული ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია „ბურუნტაბიას“ კონცხზე გამავალი პარალელით (საწყისი კოორდინატები 410 39,46’ ჩრდ. განედი/0410 38,37’ აღმოს. გრძედი) და აღმოსავლეთიდან – საკაბოტაჟო მოლის აღმოსავლეთ დაბოლოვებაზე გამავალი მერიდიანით (საწყისი კოორდინატები 410 39,14’ ჩრდ. განედი/0410 39,52’ აღმოს. გრძედი). შიდა რეიდზე გამოყოფილია საღუზე რაიონი, რომელიც განკუთვნილია ზომამცირე გემებისათვის, რომლის საღუზე რაიონის კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №12-ში. ღუზაზე დგომის რაიონში შესაძლებელია არაუმეტეს 4 (ოთხი) მეტრი წყალშიგისა და 12 (თორმეტი) მეტრი სიგრძის მქონე 4 (ოთხი) ზომამცირე გემის დაყენება. მოცემულ საღუზე რაიონში დაშვებულია გემების ღუზაზე დგომა მხოლოდ კარგი ამინდის პირობებში (ქარი ბოფორტის შკალით 3 (სამი) ბალი (3,4-5,4 მ/წმ), ზღვის ღელვა დუგლასის შკალით 2 (ორი) ბალი).
4. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში მე-7 ნავმისადგომთან, ასევე მე-8 და მე-9 ნავმისადგომებთან მათი ერთობლივი სიგრძის ხარჯზე და ამ ნავმისადგომებთან დაშვებული წყალშიგის გათვალისწინებით, ასევე ნავსადგურის სხვა ნავმისადგომებთან მდგომი გემების განზომილებების გათვალისწინებით, დასაშვებია არაუმეტეს 225 მეტრი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა და დგომა ქიმით ნავსადგურიდან გასასვლელისკენ მიმართული. ნავსადგურში 200 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა, მანევრირება და ნავმისადგომთან დაყენება (მიბმა) დასაშვებია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.
5. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში არ შედის „იახტ კლუბის“ აკვატორი