1. გარე რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) მოქცეული 10 (ათი) და 50 (ორმოცდაათი) მეტრი სიღრმის იზობატებს შორის, რომელიც იწყება ბათუმის ცენტრალურ შუქურიდან პელენგი 0270, დისტანცია 7,5 კაბელტი და გრძელდება ამ წერტილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით „მწვანე კონცხის“ მიდამოების აღმოსავლეთ საზღვრის ტრავერზამდე. ტრავერზამდე. გარე რეიდის აკვატორიაში შედის ბათუმის ნავსადგურის ძირითადი საღუზე რაიონი, რომელიც მოიცავს 14 (თოთხმეტი) საღუზე წერტილს სადაც ყოველ წერტილს შორის მანძილი 5 (ხუთი) კაბელტია. დადგენილ საღუზე წერტილში დადგომისას გემმა ღუზა უნდა ჩააგდოს უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულ საღუზე წერტილის კოორდინატებში. დადგენილ საღუზე წერტილში მდგომ გემს მეტეო მოვლენების ზემოქმედების შედეგად (ქარი, ზღვის დინება, ტალღა) წყალში ჩაგდებული ღუზის გარშემო შეუძლია აწარმოოს თავისუფალი ცირკულაციური მოძრაობა არაუმეტეს 2,5 (ორნახევარი) კაბელტის რადიუსით (სადაც იგულისხმება: გემის მაქსიმალურ სიგრძეს + წყალში ჩაშვებული ღუზა-ჯაჭვის სიგრძე). გემი, რომელიც არა სწორ ლოკაციაში ჩააგდებს ღუზას, ექვემდებარე ღუზის ამოღებას და ხელმეორედ სწორ ლოკაციაში ჩაგდებას. ხსენებული პროცედურა ხორციელდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერის მითითების თანახმად და VTS ოპერატორის რეკომენდაციებისა და კონტროლის ქვეშ.
2. ბათუმის ნავსადგურის მისადგომებთან გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის/დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარების მოქმედების შედეგად გამოწვეული შტორმული ამინდის დროს ლოცმანის გარე რეიდზე გემზე უსაფრთხოდ ასვლის კრიტერიუმი დამტკიცებულია შემდეგი ლიმიტირებული სიდიდეებით : ქარის სიჩქარე არაუმეტეს 10 მ/წ (5- ბალი ბოფორტის შკალით) და ტალღის სიმაღლე არაუმეტეს 2,0 მეტრისა (4- ბალი დუგლასის შკალით).
3. გემის გადაადგილების სიჩქარე ნავსადგურის გარე აკვატორიაში ლოცმანის გემზე ასვლისა და გემიდან ჩამოსვლის მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 4 საზღვაო კვანძს.
4. ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე გემების ღუზაზე დგომისათვის განკუთვნილია საღუზე რაიონი, რომლის კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №11-ში და მოიცავს 14 (თოთხმეტი) საღუზე წერტილ