1. სანავსადგურე ერთეულების შპს „ტერმინალ 1-ის“ და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ აკვატორია შემოსაზღვრულია კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ. განედის/0410 39,52’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი პარალელით და კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ.განედის/0410 39,85’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი მერიდიანით ნაპირამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული აკვატორია და იქ არსებული ნავმისადგომები აღინიშნება მცირე სიღრმეების მქონე აკვატორიად (ე.წ.“ მეჩხერი ზღვა“), სადაც აკვატორიის ამ ნაწილის სპეციფიკიდან გამომდინარე წყლის სიღრმეები მერყევია და გემისთვის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის სიდიდეები პერიოდულად ცხადდება ნავსადგურის სახელმიწო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და ნავმისადგომების მფლობელების მიერ ყურეში და ნავმისადგომებთან ოფიციალურად ჩატარებული სიღრმეების გაზომვების შემდეგ გამოშვებული ტოპო-ბათუმეტრიული რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.

3. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე სანავსადგურე ერთეულები შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომთან“ მდგომი გემები, საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომები და გავიდნენ ღია ზღვაში. მცირე ზომის გემებს შტორმის პერიოდში, როგორც თავშესაფარი, ნავსადგურის კაპიტანმა შესაძლოა, დროებით გამოუყოს ადგილი სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში ღუზაზე დასადგომად.

4. სანავსადგურე ერთეულების შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომში“ შესვლა შესაძლებელია მოძრაობის გამყოფი ზონის გვერდის ავლით უსაფრთხო სიღრმეების გამოყენებით და სანავიგაციო საფრთხეებისაგან უსაფრთხო მანძილის გათვალისწინებით.

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ მოიცავს ხმელეთზე განლაგებულ ნავთობ პროდუქტების ბაზას და ზღვაში განლაგებულ ესტაკადას, რომელიც შედგება ორი ნავმისადგომისაგან ნავმისადგომი №1 (მარცხენა ნავმისადგომი) და ნავმისადგომი №2 (მარჯვენა ნავმისადგომი).

6. სატვირთო გემების მისაღებად გამოიყენება №1 ნავმისადგომი.

7. №1 ნავმისადგომთან დაიშვება ნებისმიერი დანიშნულების ტანკერის ან/და სხვა გემის დადგომა (გარდა აირმზიდი გემისა), რომლის მაქსიმალური სიგრძეა 140 მეტრი, ხოლო სიგანე 17 მეტრი. სანავსადგურე ერთეული „ტერმინალ 1“-ის ადმინისტრაცია ვალდებულია შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის მითითებები, რომლებიც ეხება ტერმინალთან გემის უსაფრთხოდ დაყენების კრიტერიუმებს (მანევრირებას, მაქსიმალურად დასაშვებ წყალშიგს და გემის კორპუსის უკანა დაბოლოვების ე.წ. „კიჩოს“ მაქსიმალურად დაშვებული უსაფრთხო შესვლის სიგრძეს ნავმისადომის გასწვრივ, ესტაკატის სიღრმეში ნაპირის მიმართულებით). ტანკერის დაყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

8. №1 ნავმისადგომთან გემის დაყენების, აკვატორიაში მანევრირების, სატვირთო ოპერაციების განხორციელების ან/და ნავმისადგომიდან გასვლის დროს ქარის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 5 მ/წამში, ზღვის ღელვა 2 ბალი ბოფორტის შკალით, ხოლო ტალღის მაქსიმალური სიმაღლე 0.5 მეტრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ამინდის შემადგენელი მონაცემების სიდიდეების გაზრდის (მომატების) შემთხვევაში ან/და ამინდის მდგომარეობის გაუარესების პროგნოზის მიღებისთანავე, ტანკერის სატვირთო ოპერაციები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და ტანკერი უსაფრთხოდ უნდა გავიდეს რეიდზე (ღუზაზე) ან ღია ზღვაში დრეიფისთვის.

9. №1 ნავმისადგომთან ტანკერი სიგრძით: 108 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები ორი მაბუქსირებელი გემი თითოეული 600 ცხ/ძალით, ჯამში 1200 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის საჭის დამხმარე აღჭურვილობა ე.წ. Bow Thruster მაშინ მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოიყენება კოეფიციენტი 0,75 და შესაბამისად ტანკერისათვის სიგრძით 108 მეტრი სავალდებულოა ორი მაბიქსირებელი გემი თითოეული 450 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 900 ცხ/ძალას.

10. №1 ნავმისადგომთან ტანკერი სიგრძით: 141 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები 2 (ორი) მაბუქსირებელი გემი თითოეული 1200 ცხ/ძალით, ჯამში 2400 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის აზიმუტალური საჭის აღჭურვილობა ე.წ. Azimutal steering device მაშინ მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოყენებული კოეფიციენტის თანახმად, ტანკერისათვის სიგრძით 141 მეტრი, სავალდებულოა 2 (ორი) მაბიქსირებელი გემი თითოეული 900 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 1800 ცხ/ძალას.

11. №1 ნავმისადგომთან თხევადი ნავთობპროდუქტების დამუშავების პერიოდში, სავალდებულოა მინიმუმ 1 (ერთი) ბუქსირი იმყოფებოდეს მახლობლად, სრულ მზადყოფნაში.

12. ამინდის ან სხვა უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, ლოცმანს ან/და გემის კაპიტანს უფლება აქვს მოცემულ წესში გაწერილ ბუქსირების რაოდენობასთან, დამატებითი ბუქსირი მოითხოვოს, რაც თავის მხრივ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

13. შპს „იბერიის ნავმისადგომი“ ემსახურება მცირე ზომის გემებს და განკუთვნილია მშრალი და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლა