საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებაში სატვირთო ოპერაციებთან და დროის ათვლასთან დაკავშირებულ ქვემოთ მოყვანილ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „დაახლოებით (ამა თუ იმ) რიცხვში“ – გადახრა ორივე მხარეს 5 (ხუთი) დღით;
ბ) „დაახლოებით თვის დასაწყისში“ – 1-დან 10 (ათი) რიცხვამდე;
გ) „დაახლოებით შუა თვეში“ – 11-დან 20 (ოცი) რიცხვამდე;
დ) „დაახლოებით თვის ბოლოს“ – 21-დან თვის ბოლომდე;
ე) „შუა თვეში“ – 15 (თხუთმეტი) რიცხვი;
ვ) „თვის ბოლო“ – თვის ბოლო რიცხვი;
ზ) „თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში“ – თვის ბოლო ხუთი დღე ან მომდევნო თვის პირველი ხუთი დღე;
თ) „თვის პირველი ნახევარი“ – 1-დან 15 (თხუთმეტი) რიცხვამდე;
ი) „თვის მეორე ნახევარი“ – 16 (თექვსმეტი) რიცხვიდან თვის ბოლომდე;
კ) „თანაბრად რაღაც პერიოდის განმავლობაში“ – გემის მოწოდება ან საქონლის დატვირთვა ხდება თანაბრად, მითითებული პერიოდის განმავლობაში;
ლ) „თანმიმდევრული დღეები“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით, ავდარიანი, კვირა დღეებისა და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით;
მ) „თანმიმდევრული დღეები კვირა და სადღესასწაულო დღეების გამოკლებით“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით თანმიმდევრულად, კვირა და სადღესასწაულო დღეების გამოკლებით;
ნ) „გემი თავისუფალია დატვირთვის ხარჯებისაგან“ – გემის დატვირთვა ხდება იმ პირობით, რომ გემის ბორტის კიდემდე ტვირთის მიწოდება ხორციელდება ტვირთგამგზავნის ხარჯით, ხოლო გემის ბორტის კიდედან ტრიუმებში ჩატვირთვა და ტრიუმის სამუშაოების წარმოება ხორციელდება გემის ხარჯით;
ო) „გემი თავისუფალია დატვირთვის ხარჯებისაგან ტრიუმში ჩატვირთვის ჩათვლით“ – ნაპირიდან ტვირთის გემის ტრიუმებში ჩატვირთვა და ტრიუმის სამუშაოები ხორციელდება ტვირთგამგზავნის ხარჯით;
პ) „გემი თავისუფალია გადმოტვირთვის ხარჯებისაგან ტრიუმის სამუშაოების ჩათვლით“ – ტვირთის ტრიუმიდან ნავმისადგომზე ან/და რკინიგზის ვაგონებში ან ავტოტრანსპორტზე გადატვირთვა ხორციელდება ტვირთმიმღების ხარჯით;
ჟ) „დატვირთვა ან გადმოტვირთვა ტრიუმის სამუშაოების ჩათვლით გემის ხარჯით“ – გემის ბორტთან ტვირთის სამარჯვეზე მიწოდება ტვირთგამგზავნის მოვალეობაა. ტრიუმში ჩატვირთვა და დალაგება გემის მოვალეობაა. გადმოტვირთვისას ტვირთის ტრიუმიდან ბორტთან მიწოდება გემის მოვალეობაა. ტვირთის მიმღები ტვირთს იღებს სამარჯვიდან გემის ბორტთან;
რ) „ტვირთის მიღება და გაცემა ბორტის გასწვრივ“ – გემი ვალდებულია მიიღოს ან გასცეს ტვირთი გემის გასწვრივ ბორტის გადასატვირთი საშუალებების მისაწვდომობის ფარგლებში;
ს) „სრული ტვირთი“ – დამფრახტავი ვალდებულია გამოიყენოს გემი მთლიანად ტვირთტევადობის ან ტვირთამწეობის მიხედვით, წყალშიგის, წყლის ბუნკერისა და გემზე არსებული სხვა მარაგის გათვალისწინებით;
ტ) „იმის მიუხედავად წარმოებდა თუ არა მუშაობა“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კვირა და სადღესასწაულო დღეების, ასევე სხვა გამოსარიცხი პერიოდების ჩაუთვლელად, იმის მიუხედავად, ჰქონდა ადგილი თუ არა ამ დღეებში/პერიოდში სატვირთო ოპერაციებს;
უ) „კვირა და სადღესასწაულო დღეები გამოირიცხება, თუ ამ პერიოდში მუშაობა არ მიმდინარეობდა“ – კვირა და სადღესასწაულო დღეებში სატვირთო ოპერაციების შესრულებაზე ფაქტობრივად დახარჯული დრო ჩაითვლება სტალიურ დროდ;
ფ) „რიგში ჩვეულებრივ სხვა გემებთან ერთად“ – გემს ეთმობა ნავმისადგომი საერთო რიგის მიხედვით, ნავსადგურში შემოსულ სხვა გემებთან თანაბრად;
ქ) „ნავმისადგომთანაა თუ არა“ – სტალიური დროის ათვლა იწყება კაპიტნის მიერ სატვირთო ოპერაციებისათვის მზადყოფნის შესახებ წერილობითი ნოტისის გადაცემის შემდეგ, იმის მიუხედავად გემი ნავმისადგომთან დგას თუ არა;
ღ) „სამუშაო დარიანი დღე“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კვირა და სადღესასწაულო დღეების, ასევე ავდრიანი პერიოდის გამოკლები