1. გემის კაპიტანი ვალდებულია აწარმოოს ტვირთის დატვირთვა ან გადმოტვირთვა მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირა დღესა და სადღესასწაულო დღეებში.

2. ტვირთის დატვირთვის ან გადმოტვირთვის სამუშაოს შეჩერებისას, ასევე ძლიერი ქარის, წვიმისა და თოვლის შემთხვევაში გემის ტრიუმის სახურავი და ლუქბი უნდა დაიხუროს.

3. სატვირთო ოპერაციებისას გემის ან ეკიპაჟის მიზეზით მოცდენილი დრო აკლდება სტალიურ დროს, საქართველოს საზღვაო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინები