2. თუ მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტავისთვის ან გამგზავნისთვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება იმ ვადისა და განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებულია შესაბამის სანავსადგურე ერთეულში.
3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
წინა რედაქცია (14.06.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 132 1. მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიური დროის განმავლობაში ტვირთის გადამზიდავისათვის გემის მოცდენის გამო საფასურის ოდენობა (დემერეჯი), აგრეთვე ჯილდო (დისპაჩი) სტალიური დროის გასვლამდე გემის დატვირთვა - გადმოტვირთვის დამთავრებისათვის. 2. თუ მხარეთა შორის ეთანხმება არ არსებობს შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტაველისთვის ან გამგზავნისათვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება იმ ვადისა და განაკვეთების შესაბამის ნავსადგუ, რშომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებული ვადი შესა დბა გმის სანაკვსადგურე ერთების ულშესაბამისად. 3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.