ა) მოიყვანოს სანაოსნო მდგომარეობაში;

ბ) უზრუნველყოს მისი ტექნიკური მზადყოფნა ზღვაოსნობისათვის;

გ) სათანადოდ აღჭურვოს და მოამარაგოს;

დ) დააკომპლექტოს ეკიპაჟით;

ე) მოაწესრიგოს ტრიუმები და ყველა სხვა სათავსო, რომლითაც ხდება ტვირთის გადაზიდვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის სათანადოდ მიღება, გადაზიდვა და შენახვა.

2. გადამზიდავი პასუხს არ აგებს გემის არასანაოსნო მდგომარეობაზე, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია ნაკლოვანებებით, რომელთა გამოვლენაც, გამოჩენილი სათანადო მზრუნველობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო (ფარული დეფექტები).

3. მხარეების შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ ნაწილს, ბათილი