2. ტვირთის გადამზიდავს შეუძლია კონოსამენტის ან საზღვაო ზედნადების ნაცვლად გასცეს სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს გადასაზიდად ტვირთის მიღებას. ასეთი საბუთი წარმოადგენს გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებისა (როგორც ეს საბუთშია აღწერილი) და საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების უპირველეს დოკუმენტს.
3. კონოსამენტის შედგენა ხდება ტვირთის გამგზავნის მიერ ხელმოწერილი საბუთის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კოდექსის 121-ე მუხლის „ა“ - „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს.
4. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდავის წინაშე საბუთში არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგებზ