2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი).

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები“) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“