გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.08.2019
საქმის ნომერი
030210018002422553
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210018002422553

N2/511-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აგვისტო 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ამხანაგობა „დ----“

წარმომადგენელი დ-------- ბ-----, ნ-------- ტ---------

მოპასუხე შპს „უ----–---------–-----“

წარმომადგენელი ე---------- ი------

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ტვირთის ჩაბარების დაყოვნებისათვის 50 აშშ დოლარის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 22 მარტიდან ტვირთის ფაქტობრივად გადმოცემის დღემდე 2018 წლის 17 მაისამდე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საფუძველზე 2017 წლის 27 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება სსიპ „ა–------- ს----------–--–-“ და ამხანაგობა „დ----ს“ შორის, რომლის მიხედვით სახელმწიფომ თანადაფუძნების პრინციპით გამოყო 10 000 ლარი მავთულხლართის დასამზადებელი დანადგარის შესაძენად. 2017 წლის 7 დეკემბერს ჩ------ს ს----–--- რესპუბლიკაში არსებულ შპს ჰ---- ჯ----სთან დაიდო ხელშეკრულება დანადგარის გამოგზავნაზე გემით ფ------ პორტში. გამყიდველმა წარმოადგინა ანგარიშფაქტურა-ინვოისი, რომლის მიხედვით მოსარჩელემ გადაუხადა გამგზავნს 4300 აშშ დოლარი, საიდანაც 4200 აშშ დოლარი არის დანადგარის საფასური, ხოლო 100 აშშ დოლარი ტრანსპორტირების საფასური. დაზღვევის საფასურს იხდის გამომგზავნი, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 30 დღის განმავლობაში.

2017 წლის 22 დეკემბერს გამოგზავნილი ტვირთი ფ------ პორტში დაგვიანებით, 26 მარტს ჩამოვიდა, დაგვიანება შეადგენს 2 თვეს და 4 დღეს. ნაცვლად იმისა, რომ ტვირთი მოსარჩელე მხარისთვის ფ------ პორტში გადაეცათ, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელმა შპს „უ----–---------–-----მა“ ის თბილისში წაიღო და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი იყო ორიგინალი ინვოისები, დღემდე არ აძლევს ტვირთს, რითაც მოსარჩელეს ზიანი ადგება.

ტვირთის დაგვიანებით გადმოცემისთვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმა. საქართველოს საზღვაო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი).

საქართველოს საზღვაო კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობები ტვირთის გადაზიდვასა და მიმღებს შორის განისაზღვრება კონოსამენტით ან საზღვაო ზედნადებით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში, აუცილებელია შეასრულოს ტვირთის მიმღებმა, თუ კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში მითითებულია საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 ნოემბრის N------- ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ, სსიპ ა–------- ს----------–--–- (შემდგომში-სააგენტო), წარმოდგენილი დირექტორის მ. მ-------–--ს სახით, მეორეს მხრივ, ამხანაგობა „დ----“ (ს/კ 2--------, მისამართი: საქართველოს, სენაკის მუნიციპალიტეტი, ა------ს ქუჩა) წარმოდგენილი დ. ბ-----ს სახით (პ/ნ 3----------) (შემდგომში - ბენეფიციარი), თითოეული წოდებული - მხარედ, ხოლო ერთობლივად წოდებული მხარეებად „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების შესაბამისად, რამდენადაც ბენეფიციარმა მონაწილეობა მიიღო სააგენტოს მიერ 2017 წელს გამოცხადებულ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში და ვინაიდან კონტრაქტორის მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია ბენეფიციარის თანადაფინანსების თაობაზე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: პროგრამა - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილია.

 

3.2.2. 2018 წლის 18 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული N--------- სასაქონლო ზედნადების ანგარიშ-ფაქტურა N- მიხედვით, დამბეჭდავი არის შპს ჰ---- ჯ---- შემდუღებელი დანადგარის გაერთიანება, ინდუსტრიული ზონა, ა------ს საგრაფო, ჰ----ს პროვინცია, ჩ------, თარიღი: 12 იანვარი 2018 წელი, საქონლის აღწერა: ეკლიანი მავთულის დამამზადებელი დანადაგარი 1 კომპლექტი, 970,000, სუფთა წონა - 900,00.

 

3.2.3. 2018 წლის 18 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული N--------- სასაქონლო საორიენტაციო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, ამხანაგობა „დ----“, გემით გადატანის პირობები: ფასი, დაზღვევა, ფრახტი, ფ------ პორტი, საქართველო, გადახდის პირობები: 30%, T/T წინასწარ, 70% გემის გასვლამდე, დატვირთვის პორტი: ჰ------- პორტი ჩ------, დანიშნულების პორტი: ფ------ პორტი, საქართველო, მიწოდების თარიღი: 30 დღე წინასწარი გადახდის მიღების შემდეგ, დაზღვევა: დაიფარება გამყიდველის მიერ. საქონლის აღწერა: ეკლიანი მავთულის დამამზადებელი დანადგარი, რაოდენობა - 1 კომპლექტი, ერთეულის ფასი - 4200 აშშ დოლარი, საზღვაო ტრანსპორტირების ფასი - 100 აშშ დოლარი, დაზღვევა - 50 აშშ დოლარი, ფასი, დაზღვევა, საქართველო, ფ------ პორტი - 4300 აშშ დოლარი. ბენეფიციარი - შპს ჰ---- ჯ---- შემდუღებელი დანადგარების გაერთიანება.

 

3.2.4. 2018 წლის 18 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული N--------- გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების ნომერია D----------, თარიღი: 2017 წლის 7 დეკემბერი, გვერდის რაოდენობა 2, მყიდველი: ამხანაგობა „დ----“, ს/კ 2--------, მისამართი: სენაკი, ა------ს ქ---. შპს ჰ---- ჯ---- შემდუღებელი დანადგარების გაერთიანება, ინდუსტრიული ზონა, ა------ს საგრაფო, ჰ----ს პროვინცია, ჩ------ს ს----–--- რესპუბლიკა. მყიდველები შეთანხმდნენ შესყიდვაზე, გამყიდველები შეთანხმდნენ გაყიდვაზე, 1 კომპლექტი ეკლიანი მავთულის დამამზადებელ დანადგარზე, შემდეგი პირობებით: 1. დანადაგარის სახელწოდება - ეკლიანი მავთულის დამამზადებელი დანადგარი, 2. აღწერა - ეს დანადგარი არის გამძლე და მაღალ ეფექტიანი, მას შეუძლია აწარმოოს ეკლიანი მავთული, 3. რაოდენობა - 1 კომპლექტი, 4. ჯამური ფასი - 4350 აშშ დოლარი, ფასი, დაზღვევა, ფრახტი, ფ------ პორტი, საქართველო. 5. კონტრაქტის საერთო ღირებულება, 6. გადახდის პირობები 30%, T/T წინასწარ, 70% ვარგისად გასინჯული გამყიდველების ქარხანაში გემით გაგზავნამდე, 7. მიწოდების პირობები: 30 დღე წინასწარი გადახდის მიღების შემდეგ, 8. დატვირთვის პორტი და დანიშნულების ადგილი ჩ------ს ხ------ს პორტიდან ს----------–--- ფ------ პორტამდე, 9. ტრანსპორტირების სახეობა - ზღვით, 10.დაზღვევა - შესრულებულ იქნას გამყიდველის მიერ, 11. გემით გადაზიდვის ნიშნები - N/M, 12. საგარანტიო პირობები: საგარანტიო პერიოდი ზემოხსენებული დანადგარებისთვის არის 1 წელი, მას შემდეგ, რაც დანადგარი დაყენდება მყიდველის ქარხანაში, ან ექსპორტიდან 15 თვის განმავლობაში.

 

3.2.5. 2018 წლის 18 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული N180418650 კონოსამენტის შესაბამისად, გამგზავნი არის შპს ჰ---- ჯ---- შემდუღებელი დანადგარების გაერთიანება, მიმღები - ამხანაგობა „დ----“, მიწოდების ადგილი, ფ------ პორტი, საქართველო, გადმოტვირთვის ნავსადგური - ო-----, ტვირთის აღწერილობა - ეკლიანი მავთულის დამამზადებელი დანადგარი, საზღვაო ტრანსპორტირების წინასწარ გადახდილია.

 

3.2.6. 2018 წლის 30 მარტის ტრანზიტული დეკლარაცის მიხედვით, საგადასახადო ორგანო არის ფ------ გ----, მოწმობა T-, გამომგზავნი ქვეყანა - ჩ------, გ.ქ. კოდი - 156, დ.ქ. კოდი - 268, დანიშნულების ადგილი - გ----, საქონლის კოდი 0000, რაოდენობა 210, კონტეინერის ნომერი A----------, ბრუტო წონა - 19,773 კგ, საერთაშორისო გადაზიდვა, დანიშნულების ორგანო და ქვეყანა - 11111 გ---- თ---–---.

 

3.2.7. 2019 წლის 22 მაისს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის მიხედვით, ტვირთის გაბარიტული ზომები არის - 3100X1000X1150მმ, მიმწოდებლის მიერ გადახდილია ტვირთის გადაზიდვის საფასური ფ------ პორტამდე, საგადასახადო კოდი: 239898456.

 

3.2.8. 2019 წლის 22 მაისს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის შესაბამისად, ამხანაგობა „დ----ს“ ეცნობა, რომ ტვირთი შემოდის ო------ პორტში კონოსამენტით W--------------, კონტეინერით B----------, ტვირთის დროული დამუშავებისა და გადმოცემისთვის უნდა გაიგზავნოს შემდეგი დოკუმენტები: 1. კონოსამენტი - 3 ორიგინალი ან ასლი ტელექს-რელიზით; 2. ინვოისი - ორიგინალი; 3. შეფუთვის ფურცელი - ორიგინალი; 4. მინდობილობა (ნიმუში დანართში); ადგილობრივი ხარჯები (მათ შორის, პორტების, საექსპედიტორო და სააგენტოს საფასური) შეადგენს 1112 ლარს. ელ. ფოსტით გაგზავნილ იქნას პასუხები შემდეგ კითხვებზე: 1. ტვირთის გაბარიტული ზომები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე); 2. საჭიროა თუ არა მყიდველის საწყობამდე ავტოგადაზიდვა; 3. ტვირთის HS კოდი; 4. საგადასახადო კოდი, თუ არ იქნება საჭირო დოკუმენტები პორტში კონტეინერის შემოსვლამდე, დაერიცხებათ შენახვისთვის შემდეგი ოდენობით: 1-14 დღე - დღე-ღამეში 50 აშშ დოლარი, მე-15 დღიდან 90 აშშ დოლარი დღე-ღამეში, დოკუმენტების დროულად გადმოცემის შემთხვევაში მიმღებს აქვს 3 თავისუფალი დღე შენახვისაგან, რა დროშიც უნდა განახორციელოს ანგარიშის გადახდა, მე-4 დღიდან გადაუხდელობისას დაირიცხება შენახვის ჯარიმა.

 

3.2.9. სატრანსპორტო ზედდებულის თანახმად, მოცემული გადაზიდვა მიუხედავად ნებისმიერი ხელშეკრულებისა, ხორციელდება საბაჟო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის პირობების თანახმად. მიმღები არის ამხანაგობა „დ----“, გადამზიდავი შპს „უ----–---------–------“, ტვირთის დაცლის ადგილი - საქართველო, თ---–---, ტერმინალი „ლ--–---“, ტვირთვის დატვირთვის ადგილი - საქართველო, ფ-----, ტერმინალი - „ჯ---“, თანმხლები დოკუმენტი - კ/ს ინვოისი, ბრუტო წონა - 970 კგ, კონტეინერი ეკუთვნის „A----”, მიმღები არის - დ. ბ-----, თარიღი - 17.05.2018 წელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამხანაგობა „დ----ს“ წარმომადგენლის სარჩელი შპს „უ----–---------–-----ის“ მიმართ, ფ------ ნავსადგურში ჩ------ს რესპუბლიკიდან გამოგზავნილი N--------------- კონოსამენტში აღნიშნული ტვირთის „ეკლიანი მავთულის დასამზადებელი დანადგარის“ მოსარჩელისათვის ჩაბარების დაყოვნებისათვის 50 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 22 მარტიდან ტვირთის ფაქტობრივად გადმოცემის დღემდე - 2018 წლის 17 მაისამდე მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები, საქართველოს საზღვაო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საფუძველზე, 2017 წლის 27 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება სსიპ „ა–------- ს----------–--–-“ და ამხანაგობა „დ----ს“ შორის, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ თანადაფუძნების პრინციპით გამოყო 10 000 ლარი მავთულხლართის დასამზადებელი დანადგარის შესაძენად. 2017 წლის 7 დეკემბერს ჩ------ს ს----–--- რესპუბლიკაში არსებულ შპს ჰ---- ჯ----სთან დაიდო ხელშეკრულება დანადგარის გამოგზავნაზე გემით ფ------ პორტში. გამყიდველმა წარმოადგინა ანგარიშ-ფაქტურა-ინვოისი, რომლის მიხედვით მოსარჩელემ გადაუხადა გამგზავნს 4300 აშშ დოლარი, საიდანაც 4200 აშშ დოლარი არის დანადგარის საფასური, ხოლო 100 აშშ დოლარი ტრანსპორტირების საფასური. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 30 დღის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მიხედვით, 1.ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი. 2.თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 681-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 682-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიღების წინ შეუძლებელია ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს 680-? ?????? მიხედვით უფლებამოსილი პირის განკარგულება ტვირთის შესახებ.

 

ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან განსხვავებულად გადაზიდვის შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირის ტვირთის შესახებ 680-? ?????? ??????????????? მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 684-ე მუხლის მიხედვით, 1.გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა; 2. 682-? ?????? ??????? ???????? ?? 683-? ?????? გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და ხარჯი ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან; 3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისაგან; 4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება; 5.გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის შესაბამისად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

 

საზღვაო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, 1. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი); 2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი); 3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები“) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“).

 

საზღვაო კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, კონოსამენტი არის ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებას და გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებას ან დატვირთვას. კონოსამენტის წარდგენისას გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი.

 

საზღვაო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთის გადამზიდავი ვალდებულია გადაზიდოს ტვირთი დადგენილ ვადაში, ხოლო თუ ასეთი რამ არ არის დადგენილი, – ჩვეულებრივად მიღებულ ვადაში.

 

საზღვაო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი დანიშნულების ნავსადგურში გადაეცემა კონოსამენტის დედნის მფლობელს:

ა) სახელობითი კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს, რომელიც მითითებულია კონოსამენტში ან პირს, რომელსაც გადაეცა კონოსამენტი სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სასესხო მოთხოვნათა გადაცემისათვის დადგენილი სხვა ფორმით;

ბ) საორდერო კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს ან გამგზავნს, იმის მიხედვით, კონოსამენტი შედგენილია „გამგზავნის ბრძანებით“ თუ „მიმღების ბრძანებით“, ხოლო თუ კონოსამენტში არის გადასაცემი ჩანაწერები – პირს, რომელიც მითითებულია უწყვეტი რიგის გადასაცემი წარწერის ბოლოს ან ბოლო საბლანკოწარწერიანი კონოსამენტის წარმდგენს;

გ) წარმდგენზე გაცემული კონოსამენტის მიხედვით – „კონოსამენტის წარმდგენს“.

 

ნიშანდობლივია, რომ შპს „უ----–---------–------“-მ ტვირთის გადაზიდვა განახორციელა ფ-----დან ლ--–---დე. ამ გადაზიდვის უკანონობის თაობაზე მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიერ მითითებული სადავო გარემოების, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ მისი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეალურად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ საქმეში არსებული მასალები გამოიკვლია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, შეაფასა ისინი და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 314 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 68 ლარი, ხოლო დარჩენილი 246 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად (სს „ს----------–--- ბ----“, საგადასახადო დავალება N---, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 24.04.2018 წელი, გადამხდელი დ-------- ბ-----).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ამხანაგობა „დ----ს“ წარმომადგენლის სარჩელი შპს „უ----–---------–-----ის“ მიმართ, ფ------ ნავსადგურში ჩ------ს რესპუბლიკიდან გამოგზავნილი N--------------- კონოსამენტში აღნიშნული ტვირთის „ეკლიანი მავთულის დასამზადებელი დანადგარის“ მოსარჩელისათვის ჩაბარების დაყოვნებისათვის 50 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 22 მარტიდან ტვირთის ფაქტობრივად გადმოცემის დღემდე - 2018 წლის 17 მაისამდე მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 314 ლარიდან დაუბრუნდეს 68 ლარი, ხოლო დარჩენილი 246 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად (სს „ს----------–--- ბ----“, საგადასახადო დავალება N---, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 24.04.2018 წელი, გადამხდელი დ-------- ბ-----).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე