ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 755. ცნება
სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლი · სკ 755
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1083-2022
მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–ისთვის“ 165 750 ლარის დაკისრების მოთხოვნა კი საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, სამოქალაქო კოდექსის 755-ე, 763-ე მუხლების საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
- საქმე №030210018002422553
…ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება; 5.გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა.
- საქმე №330210118002414499
…დასაჩუქრებული მეუღლის (ამ შემთხვევაში თო----------------) ინდივიდუალური საკუთრება. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის მიხედვით, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის,ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა.
- საქმე №030210018002285058
…ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 749. საბინაო მაკლერი
- მუხლი 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა
- მუხლი 751. სასესხო მაკლერი
- მუხლი 752. ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 753. გასამრჯელოს გადახდის მოვალეობა
- მუხლი 754. სავაჭრო მაკლერი
- მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება
- მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ
- მუხლი 758. პრიზის დაწესება
- მუხლი 759. საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა
- მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 755, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-755/