გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12122 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე მა------------–-ა
წარმომადგენელი თე--------–---–ი
მოპასუხე თო--------------ი
წარმომადგენელი ლა–-----------–---–ი
დავის საგანი: უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
თო---------------- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე დუ–-----------------------–----–--------------------–-–-------------–----------------------------------------------------------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ მა------------–-ას აღიარება;
მოსარჩელე მა------------–-ა და მოპასუხე თო--------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 20---–-–-------------დან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ლა--------------ი (დაბადებული 2----–-–------------------ს), ნი-------------------------–-------–-–------------–ს) და ქე-----------------------------–-------–-–---------------ს). მხარეები 201--–-–------------რის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მა------------–-ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ზუ------–ი მშობლების კუთვნილ სახლში. მოპასუხე თო--------------ი პროფესიით არის მუსიკოსი, 2----–--–ს მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ტელეკომპანია ,,რუ--------“-ის შოუში ,,X-----------ი“. თო--------------ს როგორც გამარჯვებულს, 2014 წლის ივლისის თვეში გადაეცა მშენებარე საცხოვრებელი ბინა (შავი კარკასი), მდებარე გუ-------ში, კერძოდ კი - დუ–-----------------------–----–-------–--------------–-–----------–----------------------–------------. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მოპასუხე თო---------------- სახელზე. უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 25 ნოემბერს. თო--------------ს, როგორც მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს გადასცეს პრიზები - ფულადი თანხა, ავტომანქანა, ორი საგზური საზღვარგარეთ, ერთ თვიანი სწავლის დაფინანსება საზღვარგარეთ, საცხოვრებელი ბინა. პროექტის ფარგლებში, პროექტის მსვლელობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ი--------------ს“ გამარჯვებულს სამშენებლო კომპანია ,,რ------“ გადასცემდა პრიზს - აპარტოტელის ტიპის ბინას გუ-------ში, რაც განხორციელდა კიდევად ,,ი--------------ს“ ფინალური სცენის დროს, გამარჯვებულის გამოცხადების შემდგომ. პროექტის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 16 ივლისს შპს ,,რ------ს“ და თო--------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, სადაც კონკრეტულად გაწერილი იყო რა მდგომარეობაში გადასცემდა უძრავ ქონებას. სამშენებლო კომპანია კისრულობდა ვალდებულებას ბინის გადაცემამდე შეესრულებინა კონკრეტული სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა თავიდანვე, მოპასუხისათვის პრიზის სახით გადაცემის მომენტიდან, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას - ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას. მოპასუხის სახელზე რიცხული ქონება არ წარმოადგენს ნაჩუქარ ნივთს. ჩუქების მიზნებისთვის უსასყიდლობა იმას ნიშნავს, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს დასაჩუქრებულს შემხვედრი დაკმაყოფილება. შპს ,,რ------ს“ მიერ მოპასუხე თო----------------ათვის სადავო საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი არ წარმოადგენს ჩუქებას, რადგან მათ შორის ჩუქების ხელშეკრულება არ დადებულა. თავად მოპასუხე მხარე მუსიკის დაკვრას და სიმღერების შესრულებას კონცერტებზე, ბარებში, რესტორნებში განიხილავს შრომად და შემოსავლის წყაროდ, შესაბამისად, ლოგიკურად, მუსიკალური კონკურსის ,,ი--------------ს“ პირობებში სიმღერების, მუსიკალური ნომრების მომზადება, რეპეტიცირება და შემდეგ შესრულება წარმოადგენდა მოპასუხის შრომით საქმიანობას, მუშაობას, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხის გასამრჯელო (ნაცვალგება) პრიზის სახით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თო----------------ათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა გაწეული შრომის საფასურს, შრომის ანაზღაურებას, რის გამოც ქონება მიჩნეული უნდა იქნეს მეუღლეების ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად და მასზე უნდა გავრცელდეს მოსარჩელე მხარის თანასაკუთრების უფლება.
მოპასუხე თო--------------ს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2014 წლის 16 ივლისს - ბინის აშენების ხელშეკრულების დადების დღესვე და არა 2015 წლის 25 ნოემბერს (უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღეს). 2014 წლის 16 ივლისიდან 2015 წლის 25 ნოემბრამდე დროის შუალედში მოხდა საცხოვრებელი ბინის გაუმჯობესება - ბინის შავი კარკასი ჯერ გარემონტდა და შემდეგ მოყვანილ იქნა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში. ბინის საცხოვრებლად ვარგის კონდიციამდე მიყვანა არ წარმოადგენს მიმდინარე რემონტს, არამედ ეს არის ახლად აშენებული ბინის მშენებლობის პროცესის დასრულება, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებად. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ბინა რომც მიიჩნიოს მოპასუხე თო----------------ათვის ნაჩუქარ ქონებას, აღნიშნული ქონება 2015 წლის ნოემბრის თვისათვის, ბინაში რემონტის დასრულების დროისათვის წარმოადგენდა უკვე ინდივიდუალური საკუთრებიდან მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმირებულ ქონებას (სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი). მოსარჩელე თავისი შემოსავლებით მონაწილეობას იღებდა საერთო - საოჯახო ბიუჯეტის შევსებაში, დაგეგმვასა და მართვაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს საოჯახო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აქვს უფლება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონების ნახევარზე და იგი აღრიცხული უნდა იქნეს სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
(სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე თო--------------ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს თო---------------- მიერ ქორწინების პერიოდში ჩუქებით გადაცემულ ქონებას. შესაბამისად, ქონება წარმოადგენს მოპასუხის ინდივიდუალურ ქონებას. მოპასუხე პროფესიით არის ინჟინერი და არა მუსიკოსი. სარჩელში მითითებულ გარემოება, რომ სადავო ქონება მიღების პერიოდში იყო შავი კარკასის მდგომარეობაში, არ შეესაბამება სინამდვილეს. მიღების პროცესში, ბინა იყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში. საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა აღნიშნული გასწია შპს ,,რ------მ“. ერთადერთი ხარჯები, რაც ბინაში იქნა მოპასუხის მიერ გაწეული, არის სარემონტო მასალების ღირებულება, რომელთა ერთობლიობაც მაქსიმუმ 5000 ლარს შეადგენდა და აღნიშნული თანხაც ინდივიდუალურად აქვს მიღებული მოპასუხე მხარეს პროექტში გამარჯვების შედეგად. შესაბამისად, სადავო ქონება, მოპასუხეს მიღებული აქვს ჩუქებით, რის გამოც მა------------–-ას არ აქვს არავითარი სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ მოითხოვოს წილი აღნიშნული ქონებიდან. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას არანაირი ხარჯი აღნიშნულ ქონებაზე არ გაუღია. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო სახლში ჩატარებული რემონტის შედეგად ამ სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. სარემონტო სამუშაოების შედეგად ამ სახლის გაბარიტები არ შეცვლილა, იგი არ გადაგეგმარებულა და არ გადაკეთებულა. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გასამახვილებელია შეძენილი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად უმნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია, ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის. გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სადავო ბინა წარმოადგენს მოპასუხე თო---------------- ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელიც მას კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაეცა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩასატარებლად მოპასუხის მიერ შეძენილი იქნა მასალა და აღნიშნული რემონტიც ჩატარდა სამშენებლო კომპანიის მიერ. მოსარჩელე მხარეს არ გაუღია იმ სახის ხარჯი, რასაც ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. შესაბამისად, მა------------–-ას არ აქვს უფლება ქორწინების განმავლობაში მოპასუხისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა------------–-ა და თო--------------ი დაქორწინდნენ 2009 წლის 07 მარტს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ლა--------------ი (დაბადებული 2----–-–------------------ს), ნი-------------------------–-------–-–------------–ს) და ქე-----------------------------–-------–-–---------------ს);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 27);
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 28);
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 29).
3.1.2. მა------------–-ა და თო--------------ი განქორწინდნენ 2017 წლის 10 თებერვალს. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მა------------–-ასთან ერთად ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე - ზუგდიდი, გამარჯვების ქ. N102-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_განქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 30);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით მა------------–-ას სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე თო--------------ს (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.4. მა------------–-ა 2015 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 17 მაისამდე მუშაობდა სს ,,სა-------------------------------“-ში პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებაში პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე. მას ამ პერიოდში ჰქონდა შრომითი ანაზღაურება თვეში 300 ლარის ოდენობით. ამჟამად, იგი მუშაობს ქალაქ ზუ------–ი სკოლის ექიმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა-------------------------------“-ის მიერ 26.03.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 38);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.5. მა------------–-ას და თო---------------ს ქორწინების პერიოდში, 18.11.2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე თო---------------- სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - დუ–-----------------------–-----–---------------------–-–-------------–-----------------------------------------------------------------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.11.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 44-45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,R------------------------------”-მ (შპს ,,რ------მ“), როგორც 2014-2015 წლებში მეგაშოუ X-----------ის გენერალურმა სპონსორმა საჩუქრად გადასცა აპარტოტელის ტიპის ბინა გუ-------ში (მის: დუ–-----------------------–-----–---------------------–-–------------------–-----------------------------------.) მეგაშოუ X-----------ის გამარჯვებულს თო--------------ს; კომპანიის მიერ გამარჯვებულისათვის თო----------------ათვის საჩუქრად გადაცემული აპარტოტელის ტიპის ბინაში სარემონტო სამუშაოები განხორციელებული იქნა 2014-2015 წლების მეგაშოუ X-----------ის გენერალურმა სპონსორის შპს ,,R------------------------------”-ის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,R------------------------------”-ის მიერ 04.06.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 124);
3.2.2. 2014 წლის 25 აპრილს შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუ--------“ და თო--------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება პროექტ ,,ი-------------ში“ მონაწილეობის შესახებ. ამ ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, კომპანია ,,რუ--------“ ვალდებულია გადასცეს პრიზი პროექტის გამარჯვებულს (რუ---------ის მიერ პრიზის დაწესების შემთხვევაში). თუ რა პრიზი ერგება გამარჯვებულს, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება საჯაროდ, პროექტის ფარგლებში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_25.04.2014 წლის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 29-33);
3.2.3. 2014 წლის 16 ივლისს შპს ,,R------------------------------”-ს (იგივე შპს ,,რ------“) და თო--------------ს შორის დაიდო საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებ, რომლის საგანს წარმოადგენდა დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-“-ს მიმდებარედ ასაშენებელ მრავალსართულიან აპარტოტელის ტიპის სახლში მესაკუთრისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს ,,რ------ს“ თო----------------ათვის უნდა გადაეცა ბინა შემდეგ მდგომარეობაში: ბინაზე დამონტაჟებული უნდა ყოფილიყო შესასვლელი კარი, ექსპერიერზე - მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრა მინაპაკეტით, წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები შეყვანილი ბინაში, ელექტრონერგიის ძირითადი ხაზი შეყვანილი ბინაში, წყლის, ელექტროენერგიის ინიდივიდუალური მრიცხველი, გაზის საერთო მრიცხველი თანამესაკუთრეებთან; 2014 წლის 16 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება 16.07.2014 წლის ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე - 2.1 პუნქტს დაემატა შემდეგი პირობები: მოჭიმული იატაკი, კედლები შელესილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_16.07.2014 წლის ხელშეკრულება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 226-229);
_16.08.2014 წლის ხელშეკრულება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ (ტომი 1, .ფ. 230).
3.2.4. 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ------მ“ (შპს ,,R------------------------------”-მ) თო--------------ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ნივთი - დუ–-----------------------–----–-------ში, ,,მ--------–-–--------------------–------------------–-----------------–-----------. აღნიშნული ბინა თო--------------ს გადაეცა საკუთრებაში უსასყიდლოდ, როგორც ,,----------------ს“ გამარჯვებულისათვის დაპირებული პრიზი;
შპს ,,R------------------------------”-ს და თო--------------ს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2014-2015 წწ ,,ი--------------ს“ გამარჯვებული თო--------------ი კომპანიის მიერ დაჯილდოვდა საცხოვრებელი ბინით - გუ-------ში, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა შორის 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. 26.07.2018 წლის შეთანხმებით დაზუსტდა აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულა, 1.2., 1.4. და 1.6. პუნქტები. თო--------------ს საკუთრებაში გადაეცა დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-“-ს მიმდენარედ სასტუმროს ტიპის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-4 სართულზე (9.80 ნიშნულზე მანსარდისა და 12.80 ნიშნულზე ანტრესოლის სართულზე) განლაგებული 28.06 კვ.მ. ბ----------------------------------------------. შპს ,,R------------------------------“ აცხადებს, რომ უძრავი ქონება არის უფლებრივად უნაკლო, ხელშეკრულების დადებამდე არ გაუსხვისებია, არ დაუგირავებია და არ არსებობს საჯარო სამართლებრივი და/ან რაიმე სხვაგვარი შეზღუდვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_18.11.2015 წლის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 24-25);
_26.07.2018 წლის შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 41-42);
3.2.5. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-ზე“ მდებარე შესაფასებლად წარმოდგენილი N------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასტუმროს ტიპის მრავალბინიან კორპუსში განთავსებული თეთრკარკასულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ფართის ბინა (ბ--------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 25 000 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით (2015 წლის მდგომარეობით) ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 56 875 ლარს;
დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-ზე“ მდებარე შესაფასებლად წარმოდგენილი სასტუმროს ტიპის მრავალბინიან კორპუსში განთავსებული გარემონტებულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ფართის (ბ--------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით შეადგენს 29 209 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (2015 წლის მდგომარეობით) შეადგენს 66 450 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ტომი 2, ს.ფ. 78-88).
3.2.6. მოპასუხე თო----------------ათვის, როგორც კონკურს ,,X-----------ში“ გამარჯვებულისათვის, შპს ,,R------------------------------”-ის მიერ გადაცემული აპარტოტელის ტიპის ბინაში (მის. დუ–-----------------------–-----–---------------------–-–------------------–-, ბ--------) სარემონტო სამუშაოები განხორციელებული იქნა 2014-2015 წწ. ,,X-----------ის“ სპონსორის შპს ,,R------------------------------” მიერ. მოწმე თ-------------ის, რომელიც მითითებულ კომპანიაში, შპს ,,რ------ში“ იურისტად მუშაობს 2012 წლიდან, განმარტებით კომპანიის, როგორც სპონსორის მიერ, 2014-2015 წწ. პროექტის ,,X-----------ის“ გამარჯვებულისათვის დაწესებული იყო პრიზი და ამის თაობაზე რეკლამირება და შესაბამისად, ინფორმირება მიმდინარეობდა ტელევიზიის მეშვეობით მთელი პროექტის განმავლობაში. პრიზს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე გუ-------ში და აღნიშნულ ბინა კონკურსის გამარჯვებულს გადაეცა სრულიად უსასყიდლოდ. კონკურსის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღის ვადაში, საცხოვრებელი ბინა დემონსტრაციულად გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს, თო--------------ს. იმ პერიოდისათვის უძრავი ქონება იმყოფებოდა შავ კარკასულ მდგომარეობაში. მოგვიანებით, კომპანიამ მესაკუთრესთან დადო ხელშეკრულება, რასაც დაემატა დამატებითი პირობები ბინის ე.წ. ,,თეთრ კარკასულ“ მდგომარეობამდე მიყვანის თაობაზე. შესაბამისი პირობების (მოჭიმული იატაკი, კედლების გალესვა) განხორციელდა კომპანიის მხრიდან კეთილი ნების საფუძველზე. ასევე, თეთრი კარკასის მდგომარეობაში მყოფ ბინაში კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება განხორციელდა კომპანიის კეთილი ნებით. მესაკუთრემ თავად მოიტანა ის საჭირო სარემონტო მასალა, რაც აუცილებელი იყო ბინის საცხოვრებელ კონდიციამდე მისაყვანად. ვინაიდან ბინა იყო დახრილი ჭერით, თავად მესაკუთრემ გამოთქვა სურვილი ამ ტიპის ბინის შესაბამისი მეტალო-პლასტმასის ფანჯრის ე.წ. ,,სკაილაითის“ დამონტაჟების თაობაზე, რისი ღირებულებაც 1000 აშშ დოლარის ოდენობით იმ პერიოდში კომპანიას გადასცა მა------------–-ამ. თანხის გადმოცემისას დანიშნულება და მიზნობრიობა კონკრეტულად იქნა აღნიშნული. მოწმე თ-------------ე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,რ------მ“ უძრავი ქონება მიიყვანა ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარებამდე, ხოლო მესაკუთრის სურვილით და მის მიერ შეძენილი სარემონტო მასალებით, კომპანიამ კეთილი ნების საფუძველზე ჩაატარა ასევე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები და ბინა მესაკუთრეს გადაეცა საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმე თ-------------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სადავო საცხოვრებელ ბინაზე მეუღლეების, მა------------–-ას და თო---------------- თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების თაობაზე. მითითებული უძრავი ქონება პრიზის სახით სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა თო--------------ს, როგორც პროექტ ,,X-----------ში“ გამარჯვებულს და აღნიშნული ქონება არ შეიძლება განხილულ იქნეს მეუღლეების ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის, ერთობლივი საქმიანობის შედეგად. თო--------------მა თავისი შესაძლებლობების, მისი ნიჭისა თუ პირადი შრომის შედეგად მიიღო კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი, რასაც მოჰყვა მისთვის გაწეული შრომის (კონკურსში შესრულებული მუსიკალური ნომრების) შესაბამისი ჯილდო, საჩუქარი. აღნიშნულს კი არ აქვს საერთო მეუღლეთა ერთობლივ საქმიანობასთან, ერთიან საოჯახო მეურნეობის წარმოებასა და გაძღოლასთან. ასევე, მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მეუღლის თხოვნით და ინიციატივით მოხვდა თუ არა თო---------------ი კონკურსში. მისი გამარჯვება ინდივიდუალურად მისი მუსიკალური მონაცემების დამსახურებაა. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად მოხდა ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც განაპირობებს ქონებაზე მოპასუხის საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაციას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ქორწინების პერიოდში, არც ერთი მეუღლის მიერ იმ ოდენობის ხარჯების გაღება, რასაც შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდა მოჰყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ქონების გადაგეგმარებას, საკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაობის ჩატარებას და ა.შ. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ადგენს, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე თო---------------- ინდივიდუალურ საკუთრებას. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი გამოდის იმ ვარაუდიდან (პრეზუმფცია), რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა არ წარმოადგენს მეუღლეთა მიერ საერთო მეურნეობის წარმოებისა და ოჯახის საკეთილდღეოდ გაწეული ერთობლივი შრომის შედეგად შეძენილ უძრავ ქონებას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს უძრავ ნივთზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 524-ე, 755-ე, 758-ე, 760-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე და 1163-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე მა------------–-ამ მოითხოვა თო---------------- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე დუ–-----------------------–----–--------------------–-–-------------–----------------------------------------------------------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ მა------------–-ას აღიარება.
დადგენილია, რომ მა------------–-ა და თო--------------ი დაქორწინდნენ 2009 წლის 07 მარტს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ლა--------------ი (დაბადებული 2----–-–------------------ს), ნი-------------------------–-------–-–------------–ს) და ქე-----------------------------–-------–-–---------------ს). მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 10 თებერვალს. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მა------------–-ასთან ერთად ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე - ზუ-------------------------------ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით მა------------–-ას სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე თო--------------ს (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
საქმის მასალების მიხედვით, მა------------–-ას და თო---------------ს ქორწინების პერიოდში, 18.11.2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე თო---------------- სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - დუ–-----------------------–-----–---------------------–-–-------------–-----------------------------------------------------------------).
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,R------------------------------”-მ (შპს ,,რ------მ“), როგორც 2014-2015 წლებში მეგაშოუ X-----------ის გენერალურმა სპონსორმა საჩუქრად გადასცა აპარტოტელის ტიპის ბინა გუ-------ში (მის: დუ–-----------------------–-----–---------------------–-–------------------–-----------------------------------.) მეგაშოუ X-----------ის გამარჯვებულს თო--------------ს; კომპანიის მიერ გამარჯვებულისათვის თო----------------ათვის საჩუქრად გადაცემული აპარტოტელის ტიპის ბინაში სარემონტო სამუშაოები განხორციელებული იქნა 2014-2015 წლების მეგაშოუ X-----------ის გენერალურმა სპონსორის შპს ,,R------------------------------”-ის მიერ. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2014 წლის 16 ივლისს შპს ,,R------------------------------”-ს (იგივე შპს ,,რ------“) და თო--------------ს შორის დაიდო საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-“-ს მიმდებარედ ასაშენებელ მრავალსართულიან აპარტოტელის ტიპის სახლში მესაკუთრისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს ,,რ------ს“ თო----------------ათვის უნდა გადაეცა ბინა შემდეგ მდგომარეობაში: ბინაზე დამონტაჟებული უნდა ყოფილიყო შესასვლელი კარი, ექსპერიერზე - მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა მინაპაკეტით, წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები შეყვანილი ბინაში, ელექტრონერგიის ძირითადი ხაზი შეყვანილი ბინაში, წყლის, ელექტროენერგიის ინიდივიდუალური მრიცხველი, გაზის საერთო მრიცხველი თანამესაკუთრეებთან; 2014 წლის 16 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება 16.07.2014 წლის ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე - 2.1 პუნქტს დაემატა შემდეგი პირობები: მოჭიმული იატაკი, კედლები შელესილი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე თო---------------- სახელზე სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,რ------მ“ (შპს ,,R------------------------------”-მ) თო--------------ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ნივთი - დუ–-----------------------–----–-------ში, ,,მ--------–-–-ზე“ მდებარე სახლის მე-4 სართულზე განთავსებული ბ--------. აღნიშნული ბინა თო--------------ს გადაეცა საკუთრებაში უსასყიდლოდ, როგორც ,,----------------ს“ გამარჯვებულისათვის დაპირებული პრიზი. აღნიშნული ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები დაზუსტდა მხარეებს, შპს ,,რ------ს“ და თო--------------ს შორის 2018 წლის 26 ივლისს დადებული შეთანხმებით.
საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ სახედ: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინიდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება კოდექსის 1161-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი ან მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომით და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მა------------–-ა მოითხოვს მოპასუხე თო----------------ათვის ქორწინების განმავლობაში საკუთრებაში გადაცემულ იმ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარებას, რომელიც მოპასუხემ, როგორც კონკურს ,,X-----------ის“ გამარჯვებულს გადაეცა პრიზის სახით. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მოპასუხეს სადავო ქონება არ მიუღია ჩუქებით საკუთრებაში. მხარის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მჩუქებელი დასაჩუქრებულს საჩუქარს (ქონებას) გადასცემს უსასყიდლოდ. კონკურსის ხელშეკრულების პირობებში კი მოპასუხისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა არ ყოფილა უსასყიდლო, ბინის გადაცემას წინ უსწრებდა მოპასუხის მიერ საკონკურსო დავალების, კერძოდ, მუსიკალური ნომრების შესრულება, მისი მხრიდან სამუშაოს გაწევა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს იმასაც, რომ თო----------------ათვის ბინის გადაცემის იურიდიული ფაქტი არ ყოფილა უსასყიდლო, უანგარო, ნაცვალგების გარეშე ქმედება. არც სამაუწყებლო კომპანია ,,რუ--------“-თან და არც სპონსორთან შპს ,,რ------სთან“ დადებულ ხელშეკრულებებს არ გააჩნია ჩუქების ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი ელემენტი. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ სადავო ქონება თო--------------ს როგორც კონკურსის გამარჯვებულ გადაეცა სრულიად უსასყიდლოდ, პრიზის სახით, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ჩუქებას. ხოლო ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე უნდა გავრცელდეს დასაჩუქრებული მეუღლის (ამ შემთხვევაში თო----------------) ინდივიდუალური საკუთრება.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის მიხედვით, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის,ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო. ამავე კოდექსის 758-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო შესრულებისათვის აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს. 2. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას სამუშაოს შესასრულებლად. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა კონკურსის პირობებს დათქმულ ვადაში წარდგენილი სამუშაო, ან რამდენიმედან რომელია უკეთესი, იღებს კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებული პირი,ხოლო თუ ასეთი რამ არ არის აღნიშნული, - კონკურსის გამომცხადებელი (სამოქალაქო კოდექსის 760-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოპასუხისათვის ამ ნივთის საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივ რეჟიმზე ყურადღების გამახვილება. ინდივიდუალურ საკუთრებაში მოიაზრება ის ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით და შესაბამისად, მასზე მეუღლეთა თანასაკუთრება არ ვრცელდება (სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან შესაფასებელია, უძრავი ქონება მოპასუხემ მიიღო თუ არა ჩუქებით და უნდა გავრცელდეს თუ არა ამგვარი ფორმით მის საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
საოჯახო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დროს, კანონი მეუღლეთა თანაბრობას აღიარებს უფლებებსა და მოვალეობებში, როგორც ქორწინების, ისე განქორწინების დროს, რაც განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს ქმნის. სამოქალაქო კოდექსის მიერ მეუღლეთა ინიდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლებრივი მდგომარეობების განსაზღვრის აუცილებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ზემო აღნიშნული გარანტიების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაშია, სადავო განქორწინებულ მეუღლეების, მა------------–-ას და თო---------------- მიერ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1161-ე მუხლების პირობათა შესაბამისად ქონებისადმი უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს სადავო ქონებაზე თო---------------- უფლების დამდგენი დოკუმენტის - 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების შინაარს, რომელიც მოსარჩელე მხარის მოსაზრებით არ წარმოადგენს ჩუქებას და იგი ქორწინების განმავლობაში მოპასუხის მიერ გაწეული შრომის, სამუშაოდ შედეგია.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მოპასუხის უფლების დამდგენ დოკუმენტზე - 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე. ხელშეკრულების შესაბამისად, თო--------------ს გადაეცა დუ–-------------–----------–----–-------–ი ,,მ--------–-–-ს“ მიმდებარედ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-4 სართულზე მდებარე N103 ბინა. მართალია, მითითებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ქონების გადაცემა მესაკუთრისთვის მოხდა უსასყიდლოდ, თუმცა მხარეებს შორის აღნიშნული გარემოება არ არის სადავო, რასაც ასევე ადასტურებს მოწმე თ-------------ე. მოწმის განმარტებით, რომელიც 2012 წლიდან შპს ,,რ------ში“ მუშაობს იურისტის პოზიციაზე, კომპანიის, როგორც სპონსორის მიერ, 2014-2015 წწ. პროექტის ,,X-----------ის“ გამარჯვებულისათვის დაწესებული იყო პრიზი და ამის თაობაზე რეკლამირება და შესაბამისად, ინფორმირება მიმდინარეობდა ტელევიზიის მეშვეობით მთელი პროექტის განმავლობაში. პრიზს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე გუ-------ში და აღნიშნულ ბინა კონკურსის გამარჯვებულს გადაეცა სრულიად უსასყიდლოდ. კონკურსის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღის ვადაში, საცხოვრებელი ბინა დემონსტრაციულად გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს, თო--------------ს. კონკურსის დასრულების დროისათვის პრიზის სახით დაწესებული საცხოვრებელი ბინა იყო ე.წ. შავ კარკასულ მდგომარეობაში, თუმცა საბოლოოდ, კომპანიის მიერ კეთილი ნების საფუძველზე საცხოვრებელი მიყვანილი იქნა ,,თეთრი კარკასის“ მდგომარეობამდე, ხოლო შემდეგ, მესაკუთრის მიერ სარემონტო მასალებით უზრუნველყოფის შემდეგ, კომპანიის მუშების მიერ მოხდა კოსმეტიკური რემონტის ჩატარებაც და უძრავი ქონების საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანა. მოწმე თ-------------ე ნათლად და გარკვევით აფიქსირებს იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონება მოპასუხე მხარეს გადაეცა სრულიად უსასყიდლოდ, კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებული პრიზის სახით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სადავო საცხოვრებელ ბინაზე მეუღლეების, მა------------–-ას და თო---------------- თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების თაობაზე. მითითებული უძრავი ქონება პრიზის სახით სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა თო--------------ს, როგორც პროექტ ,,X-----------ში“ გამარჯვებულს და აღნიშნული ქონება არ შეიძლება განხილულ იქნეს მეუღლეების ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის, ერთობლივი საქმიანობის შედეგად. თო--------------მა თავისი მუსიკალური შესაძლებლობების, მისი ნიჭისა თუ პირადი შრომის შედეგად მიიღო კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი, რასაც მოჰყვა მისთვის გაწეული შრომის (კონკურსში შესრულებული მუსიკალური ნომრების) შესაბამისი ჯილდო, საჩუქარი, რაც მისი პირადი, ინდივიდუალური საკუთრებაა. აღნიშნულს კი არ აქვს საერთო მეუღლეთა ერთობლივ საქმიანობასთან, ერთიან საოჯახო მეურნეობის წარმოებასა და გაძღოლასთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკურსის მიმდინარეობისას, გამარჯვებულის გამოცხადებისა და შესაბამისად, პრიზის გადაცემის დროისათვის, თო--------------ი იმყოფებოდა მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში და ეწეოდა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას, არ შეიძლება გახდეს საფუძველი თო---------------- ინდივიდუალური შესაძლებლობებით მუსიკალური კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებულ პრიზზე (უძრავ ქონებაზე) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების საფუძველი. ასევე, მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მეუღლის თხოვნით და ინიციატივით მოხვდა თუ არა თო--------------ი კონკურსში. მისი გამარჯვება ინდივიდუალურად მისი მუსიკალური მონაცემების დამსახურებაა. ამასთან კონკურსში მონაწილეობა, შესაბამისი მუსიკალური ნომრების შესრულებით მაყურებლის წინაშე წარდგენა არ უნდა იქნეს განხილული იმ სამუშაოს შესრულებად, რასაც შრომითი ანაზღაურება (ქონებრივი სარგებელი) მოჰყვება. კონკურსის დამთავრებამდე გამარჯვებულის ვინაობა არავისთვის იყო ცნობილი. აღნიშნულისგან თავისი მიზნობრიობით განსხვავდება მუსიკოსის, მომღერლის მიერ სხვადასხვა რესტორანში, ბარებში თუ კლუბებში კონცერტების მოწყობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მომღერლის მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. სასამართლო დამატებით განმარტავს იმასაც, რომ ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გააზრებისათვის საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით, ე.ი. ჩუქებას, როგორც ცალმხრივ ხელშეკრულებას უსასყიდლო ხასიათი გააჩნია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვერდი დაკმაყოფილება. ნივთის გაჩუქების, უსასყიდლოდ, უანგარო ფორმით გადაცემის სურვილი ძირითადად უკავშირდება მჩუქებლის სუბიექტურ ემოციებს დასაქჩუქრებულის მიმართ კეთილი ზრახვების გამოვლენით, რაც განსახილველი დავის ფარგლებში, კონკურსის ,,X-----------ის“ სპონსორის მიერ პროექტში გამარჯვებულისათვის, თო----------------ათვის დაწესებული პრიზის - უძრავი ქონების მის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემით გამოიხატა. ამდენად, შპს ,,R------------------------------”-ს და თო--------------ს შორის 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების ინდივიდუალური ხასიათიდან და უსასყიდლო ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის განმარტების მეთოდით, ხელშეკრულებას ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობად აყალიბებს და ასეთი მიდგომა ყველაზე შესატყვისი და მართლზომიერია. შესაბამისად, სადავო ქონება მიჩნეული უნდა იქნეს მოპასუხე თო---------------- ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელზედაც მეუღლეთა საერთო ქონების განაწილების წესების გავრცელებისათვის არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელე მხარე მოპასუხის სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარებას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის (მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად) საფუძველზეც და განმარტავს, რომ თუკი სასამართლო ქონებას თო---------------- ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს, ამ შემთხვევაში, საკმარისი საფუძველი არსებობს ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაციისათვის.
კანონმდებელი მეუღლეთა შორის ინიდივიდუალური ქონების განაწილების შესაძლებლობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში უშვებს, კერძოდ 1163-ე მუხლით, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დუ–-------------–----------–----–-------–--------------–-–-ზე“ მდებარე შესაფასებლად წარმოდგენილი N------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასტუმროს ტიპის მრავალბინიან კორპუსში განთავსებული თეთრკარკასულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ფართის ბინა (ბ--------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით (2015 წლის მდგომარეობით) ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 56 875 ლარს. მრავალბინიან კორპუსში განთავსებული იმავე ბინის - გარემონტებულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ფართის (ბ--------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 29 209 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (2015 წლის მდგომარეობით) შეადგენს 66 450 ლარს. მოპასუხე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მონაცემებს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ 1 კვ.მ. ფართში ჩატარებული რემონტის ღირებულება არასწორად იქნა გამოთვლილი, ვინაიდან თავად მოპასუხის მხრიდან იქნა გარკვეული სარემონტო მასალები შეძენილი დაბალ ფასად, რაც საბოლოო ჯამში მითითებულ ღირებულებას არ შეადგენს. ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული ,,თეთრი კარკასული“ მდგომარეობიდან საცხოვრებელ მდგომარეობამდე მისაყვანად, რა სარემონტო მასალები იქნა გამოყენებული და რას შეადგენდა ამ მასალების ღირებულება.
შპს ,,რ------ს“ იურისტის თ-------------ის (მოწმის) ჩვენების მიხედვით, კონკურსის X-----------ის“ დასრულების დროისათვის უძრავი ქონება იმყოფებოდა შავ კარკასულ მდგომარეობაში. მოგვიანებით, კომპანიამ მესაკუთრესთან დადო ხელშეკრულება, რასაც დაემატა დამატებითი პირობები ბინის ე.წ. ,,თეთრ კარკასულ“ მდგომარეობამდე მიყვანის თაობაზე. შესაბამისი პირობების (მოჭიმული იატაკი, კედლების გალესვა) განხორციელდა კომპანიის მხრიდან კეთილი ნების საფუძველზე. ასევე, თეთრი კარკასის მდგომარეობაში მყოფ ბინაში ,,კოსმეტიკური“ სარემონტო სამუშაოების ჩატარება განხორციელდა კომპანიის კეთილი ნებით. მესაკუთრემ თავად მოიტანა ის საჭირო სარემონტო მასალა, რაც აუცილებელი იყო ბინის საცხოვრებელ კონდიციამდე მისაყვანად. ვინაიდან ბინა იყო დახრილი ჭერით, თავად მესაკუთრემ გამოთქვა სურვილი ამ ტიპის ბინის შესაბამისი მეტალო-პლასტმასის ფანჯრის ე.წ. ,,სკაილაითის“ დამონტაჟების თაობაზე, რისი ღირებულებაც 1000 აშშ დოლარის ოდენობით იმ პერიოდში კომპანიას გადასცა მა------------–-ამ. თანხის გადმოცემის დანიშნულება და მიზნობრიობა იქნა კონკრეტულად აღნიშნული. მოწმე თ-------------ე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,რ------მ“ უძრავი ქონება მიიყვანა ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარებამდე, ხოლო მესაკუთრის სურვილით და მის მიერ შეძენილი სარემონტო მასალებით, კომპანიამ კეთილი ნების საფუძველზე ჩაატარა ასევე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები და ბინა მესაკუთრეს გადაეცა საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
დადგენილი პრაქტიკით, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია, ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ექსპერტიზის დასკვნის, ასევე, მოწმის ჩვენების მიხედვით არ დადგინდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში სადავო ქონების ღირებულების იმგვარი გაზრდა, რაც შესაძლოა გამხდარიყო ქონებაზე მეუღლეთა საერთო ქონებად ტრანდფორმაციის საფუძველი. მხოლოდ მოწმის მიერ მითითებული გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინისათვის მეტალო-პლასტმასის ფანჯარის შესაძენად 1000 აშშ დოლარის მოსარჩელლის მიერ გადახდა, არ ადასტურებს მისი მხრიდან ქონების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის ხარჯების გაღებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ქორწინების პერიოდში, არც ერთი მეუღლის მიერ იმ ოდენობის ხარჯების გაღება, რასაც შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდა მოჰყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ქონების გადაგეგმარებას, საკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაობის ჩატარებას და ა.შ. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ადგენს, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე თო---------------- ინდივიდუალურ საკუთრებას და არ არსებობს ამ ქონებაზე სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით დადგენილი წინაპირობა მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაციისათვის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------–-ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე თო---------------- მიმართ უძრავ ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ მა------------–-ას სარჩელი თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე თო----------------ათვის მოსარჩელე მა------------–-ას მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ს განჩინებით დაკმაყოფილდა მა------------–-ას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხე თო--------------ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი კაიშაურები, ,,მ--------–-–-ზე“, N1 შენობის მ-------------–-----------------–------------------------------–----------–------------------------------------ – 1/2 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.
იმის გათვალისწინებით, რომ მა------------–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა------------–-ას (პირადი N1----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ს განჩინებით /საქმეზე 2/12122-18/ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. მა------------–-ას (პირადი N1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გიორგი მაისურაძე