1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება.
2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან
–
საჯარო დაპირების შინაარსის მიხედვით
–
მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი გადაწყდება წილისყრი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ 1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება. 2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან _– საჯარო დაპირების შინაარსის მიხედვით _– მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი გადაწყდება წილისყრით.