2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 752. ხელშეკრულების ფორმა 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. 2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება მიწის გირავნპობთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, ასევე სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო, ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ას-935-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
…მასზედ, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის არა თანხის მიღების ფაქტს, არამედ მისი განმარტებით, ის შუამავლის როლს ასრულებდა. საკასაციო პალატა დასახელებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 751-ე, 752-ე მუხლების თანახმად, სესხებისას შუამავლობისას პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი) და ასეთი ხელშეკრულება უნდა…
საქმე №3კ/595-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2003
…მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 752-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება…
…უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომელშიც ასევე განისაზღვრება მათთვის ანგარიშსწორების განხორციელების პროპორციულობის საკითხი. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები საშუამავლო ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. გარდა სასესხო მაკლერთან ( სკ-ის 752-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ექსკლუზიური დავალების სახეზე არსებობისა ( სკ-ის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მხარეებს უფლებამოსილება…