1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია – თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით – მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.
2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.
3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია.
4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება 1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია _– თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით _– მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე. 2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე. 3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია. 4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-670-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2024
…შუამავლობის ხელშეკრულების კონტექსტში. სსკ-ის 745-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავანსის დათქმა არ დაიშვება. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მათ მოიძიეს კლიენტი და მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს მათ ქონების გაყიდვაში. სკ-ის 746-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებსაც ჰქონდათ უფლება დამოუკიდებლადაც დაედოთ ხელშეკრულება, რის გამოც 2%-ის დაკისრებაა შესაძლებელი. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს რა…
…საკითხი. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები საშუამავლო ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. გარდა სასესხო მაკლერთან ( სკ-ის 752-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ექსკლუზიური დავალების სახეზე არსებობისა ( სკ-ის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მხარეებს უფლებამოსილება გააჩნიათ, თავად აირჩიონ ხელშეკრულების ზეპირი ან წერილობითი ფორმა. მიუხედავად აღნიშნულისა, კანონი შუამავლობას…
…გარიგებას, კანონი განსაზღვრავს მხარეთა თავისუფლებას, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, თავისი შეხედულებისამებრ დადონ საშუამავლო ხელშეკრულება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. გამონაკლისს საერთო წესიდან წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“, რასაც კონკრეტულ…
…დასკვნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე, 746-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული…
,,ს-------ო’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 340-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე, 744-ე, 746-ე, 747-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის…