მუხლი 742. ექსპედიტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.
2. იგივე წესი მოქმედებს დამხმარის არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მიმართაც, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას შეერაცხა ბრალ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-1087-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2022
…წარდგენა, თუმცა ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1, 319.1, 327.1, 327.2, 672-ე, 686.1, 730.1, 731-ე, 740- 741-ე, 742.1, 408.1, 412-ე, 414-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის…
…სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. 9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. 9.3. კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ. თხილი, რის შესახებაც შემკვეთმა შესაბამისი…
…მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებებს სადავო გარემოებების დასადგენად; სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 739-ე, 740-ე და 742-ე მუხლები, არასწორად განმარტა ისინი, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები. სადავო არ არის, რომ დალუქული კონტეინერი ხელშეუხებლად ჩავიდა…
საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
…კოდექსის 737-ე მუხლის თანახმად, თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება გადაზიდვის ხელშეკრულების წესებით. სამოქალაქო კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების…
…სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. 9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. 9.3. კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ. თხილი, რის შესახებაც შემკვეთმა შესაბამისი…
მუხლი 6. მგზავრის ბრალეულობა— „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია
მუხლი 25. სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს:— რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე