მუხლი 739. საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის უფლება
1. თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს.
2. თუ ექსპედიტორი იყენებს ამ უფლებას, მაშინ მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-411-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
…ამავე კოდექსის 731-ე (ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები), 739-ე მუხლის პირველ ნაწილს (თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა…
საქმე №ას-144-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
…და მოსარჩელის პასუხისმგებლობა გადამზიდავის მსგავსად განსაზღვრა. მოსარჩელე პასუხს არ აგებდა, რადგან გადაზიდვა მას არ განუხორციელებია და გადამზიდავთან გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია მოპასუხის მიერ გადამზიდავის ვალდებულებით. სსკ-ის 739-ე მუხლიდან გამომდინარე, ექსპედიტორი საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში შესაძლოა გამოსულიყო, როგორც გადამზიდველი; 14.4. სასამართლომ მოსარჩელის…
…სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. 9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. 9.3. კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ. თხილი, რის შესახებაც შემკვეთმა შესაბამისი…
…მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებებს სადავო გარემოებების დასადგენად; სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 739-ე, 740-ე და 742-ე მუხლები, არასწორად განმარტა ისინი, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები. სადავო არ არის, რომ დალუქული კონტეინერი ხელშეუხებლად…
საქმე №3კ-572-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2000
…730-ე მუხლის თანახმად ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამავე კოდექსის 739-ე მუხლის თანახმად, თუ ექსპედიტორი იყენებს უფლებას საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი, მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობაც.…