მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება
1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა ხელშეკრულება.
2. მაკლერს 744-ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს იგი.
3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული იყო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურება იმ ხარჯებისა, რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-670-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2024
…რის გამოც ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა. ხელშეკრულების 7.7. პუნქტი ეწინააღმდეგება კანონს, რაც ეხება ქონების გადაფორმებას ვალდებულ პირებზე და ზვიად ასათიანზე. ეს ნაწილი არალოგიკურია შუამავლობის ხელშეკრულების კონტექსტში. სსკ-ის 745-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავანსის დათქმა არ დაიშვება. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მათ მოიძიეს კლიენტი და მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს მათ…
…პირები წარმოადგენდნენ სოლიდარულ კონტრაჰენტებს დამკვეთისათვის და ისინი თანაბრად იყვნენ პასუხისმგებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა სსკ-ის 455-ე, 456-ე, 457-ე, 458-ე, 459-ე, 462-ე, 745-ე, 748-ე მუხლები. 39. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის გაანგარიშება, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფართის რეალიზაციის და სხვა სახის…
…ინტერესების სასიკეთოდ, რათა მიღწეულ იქნეს მესამე პირებთან ხელშეკრულების დადება, რაც უკავშირდება სასყიდლიან ანუ ანაზღაურებად საქმიანობას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ სსკ-ის 744-ე მუხლში მითითებული გასამრჯელო, ამავე კოდექსის 745-ე, 748-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით, არ გულისხმობს ნატურით ანაზღაურებას, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში აქვთ დათქმული მხარეებს 2005 წლის 1 დეკემბერს…
…რომელიც მოსარჩელეებმა ჩარიცხეს მოპასუხე რ---------------–-–---–ის ანგარიშზე. 24. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის დადებული საშუამავლო ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ აკრძალვებს ( სკ-ის 745.2 მუხლი) და იგი ბათილია ( სკ-ის 54-ემუხლი). შესაბამისად, მოპასუხისთვის ავანსად გადაცემული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სკ-ის 976-ე მუხლის პირველი…
…უფლება მაკლერს არ წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გაწეული მოქმედება არ დასრულდა შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებით. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ იმ თანხების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია, რაც სამოქალაქო კოდექსის 745.1 მუხლის საფუძველზე შეათანხმა შემკვეთთან. კანონი არ განმარტავს შემთხვევას, როდესაც მიუხედავად მაკლერის მიერ გაწეული მომსახურებისა, შემკვეთი…