1. იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ ბინის ქირავნობის შუამავლობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. ბინის ქირავნობის შუამავლობის ნორმები არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია საბინაო შუამავლობა ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობებისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-682-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…გზით ხელშეკრულების დადებაზე; 2. ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; 3. ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (სუსგ №ას-522-495-2014, 05.06.2015წ.). 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 749-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამავლობად ბინის ქირავნობისას ჩაითვლება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მაკლერი კისრულობს…
…წყვეტდა 2009 წლის 28 მაისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებას, რაზეც ე. კ-შვილმა წერილობითი თანხმობა განაცხადა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 749-ე და 744-ე მუხლები, სწორად განმარტა მათი შინაარსი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე და…