გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210118002253770
N2/26-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე შოთა სირაძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია
მოსარჩელე: შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------“,დირექტორი: ს-–- ტ------ი,წარმომადგენლები: დ----- თ------ე, თ----- რ------,მოპასუხე: S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P---,წარმომადგენელი: გ------- ს-------–---–ი.
დავის საგანი: შუამავლის საზღაურის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ შუამავლის საზღაურის 141-46,9 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ადვოკატს ხარჯის 12000 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის 150 ლარისა და თარჯიმნის ხარჯის 430 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „კ-------– პ---------სა“ და შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა განზრახულობათა წერილი, რომლის საფუძველზე მხარეები იღებენ ვალდებულებას გააფორმონ ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „კ-------– პ---------სა“ და მოსარჩელეს ან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის, ქ, თ---–---, შ----- რ---------–-ს გამზ.N42/ა-–---------- გ-------------ს ქუჩა N31ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდებით:
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-3 სართული, 30,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-8 სართული, 205,40+28,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-9 სართული, 1025,19+214,57მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-10 სართული, 840,93+305,83მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-6 სართული, 928,00+124,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-7 სართული, 869,00+29,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-8 სართული, 662,60მ2.
განზრახულობათა წერილის მიხედვით, მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, მოიძიოს თანაინვესტორები უძრავი ქონების შეძენის მიზნით, რისთვისაც ვალდებულია გამოსცეს საინვესტიციო პროსპექტი.
განზრახულობათა წერილის პირობებიდან გამომდინარე, თანაინვესტორად გახდომის მიზნით, შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------“ აწარმოებდა მოლაპარაკებას შ------ მ--------თან, რომელიც წარმოაგენს S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს დირექტორს. მხარეებმა რამდენიმე საქმიან შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, მოსარჩელემ მიაწოდა უ------ ქონებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შ------ მ--------ს. 2017 წლის 04 მაისს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ დირექტორი ს-–- ტ------ი, შ------ მ--------ს სთავაზობს თანაინვესტორად გახდომის ალტერნატივას, ქონების პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის გზით. ასევე ატყობინებს, რომ თუ აღნიშნული ქონება მხოლოდ მისთვის უნდა, ასეთ შემთხვევაში, შეიცვლება გაანგარიშება და შესყიდვის ფასი იქნება 8,4 მლნ აშშ დოლარი + ს-–- ტ------ის ინტერესი.
2017 წლის 9 მაისს, შ------ მ--------მა გაუგზავნა განზრახულობათა წერილი ს-–- ტ------ს, რომლითაც ის უარს აცხადებს საინვესტიციო სქემაში მონაწილეობაზე, როგორც თანაინვესტორი და ითხოვს მთელი უ------ ქონებების პირდაპირ საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული წერილით, შ------ მ--------ი ს-–- ტ------ს სთავაზობდა 7,3 მლნ აშშ დოლარს რ---------–-ს გამზ. N42/გ-------------ს ქუჩა N31ა-ში მდებარე საოფისე ფართში. აღნიშნული წერილით იკვეთება, რომ შ------ მ--------ი აღიქვამს და იყენებს ს-–- ტ------ს, როგორც ქ------ს შესყიდვისათვის უფლებამოსილ შუამავალს და მასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შესყიდვის დეტალებთან დაკავშირებით. წერილში შ------ მ--------ი აკონკრეტებს გადახდის წესს, თანხის გამოანგარიშების სისტემასა და წარმომავლობას. იგი აცხადებს, რომ შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ მიერ გაწეული მომსახურების და მოგება/სარგებლის ანაზღაურება უნდა მოხდეს მხარეთა შორის, ცალკე შეთანხმების საფუძველზე.
მხარეთა შორის 12-13 მაისის მიმოწერებში შ------ მ--------ი უარს აცხადებს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----თან“ თანამშრომლობაზე, ვინაიდან, მისი განცხადებით, მისთვის ბუნდოვანია შეტყობინებები და წარმოდგენილი კონფიდენციალურობის შეთანხმების პუნქტები.
2017 წლის 09 ივნისს, შპს „კ-------– პ---------სა“ და S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს შორის დადებული აქტივების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებებზე, რომლებიც წარმოადგენდა შეთანხმების საგანს, შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----სა“ და შპს „კ-------– პ---------ს“ შორის, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P---.
მოპასუხემ თავი აარიდა მოსარჩელისათვის კუთვნილი თანხის გადახდას, მისი გვერდის ავლით შეიძინა უძრავი ქონება, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ საშუმავლო მომსახურების ხარჯები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს წარმომადგენელმა გ------- ს-------–---–მა სარჩელი არ ცნო, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ცდილობდა მოპასუხის შეცდომაში შეყვანით მიეღო ფინანსური სარგებელი. მოსარჩელე თავს ასაღებდა, როგორც ქონების შეძენაზე ექსკლუზიური უფლების მქონე პირი. იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა არარსებული სტატუსის საფუძველზე და ამ სტატუსის გამოყენებით ცდილობდა ფინანსური სარგებლის მიღებას. როდესაც მოსარჩელემ მოსთხოვა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, მოსარჩელემ შეწყვიტა მასთან კონტაქტი. მოსარჩელის მხრიდან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, მოპასუხემ მესამე პირის, სს „------- ბ-----“ ხელმძღვანელის დახმარებით შეძლო ქონების მესაკუთრესთან დაკავშირება, ნასყიდობის პირობებზე მოლაპარაკება და ქონების შეძენა.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ ყოფილა საშუამავლო ურთიერთობა, შ------ მ--------ის მიერ გაგზავნილი განზრახულობათა წერილი არ წარმოადგენს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „კ-------– პ---------სა“ და შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა განზრახულობათა წერილი, რომლის მიხედვით, გამყიდველს სურს მიჰყიდოს პოტენციურ მყიდველს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ, თ---–---, შ----- რ---------–-ს გამზ N42/ა-–---------- გ-------------ს ქუჩა N31ა, საკადასტრო კოდები:
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-3 სართული, 30,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-8 სართული, 205,40+28,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-9 სართული, 1025,19+214,57მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-10 სართული, 840,93+305,83მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-6 სართული, 928,00+124,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-7 სართული, 869,00+29,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-3 სართული, 662,60მ2;
შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ (ან მის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ახალ კომპანიას) სურს, შეიძინოს გამყიდველის კუთვნილი უძრავი ქონება.
განზრახულობათა წერილის შესაბამისად, მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, მოიძიოს თანაინვესტორები უძრავი ქონების შეძენის მიზნით, რისთვისაც ვალდებულია გამოსცეს საინვესტიციო პროსპექტი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2016 წლის 14 ოქტომბრის განზრახულობათა წერილი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; სარჩელი; შესაგებელი.
3.1.2. 2016 წლის 14 ოქტომბრის განზრახულობათა წერილის თანახმად, დოკუმენტის მოქმედების ვადის განმავლობაში, უძრავი ქონება ექსკლუზიურად იქნება რეზერვირებული ტ------ისათვის და გამყიდველი ვალდებულია არც პირდაპირ და არც ირიბად არ წამოიწოს, მოითხოვოს, აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ან შეუერთდეს არანაირ საქმიან გარიგებას შეთანხმებას ან ვალდებულებას ნებისმიერ მესამე მხარესთან უძრავი ქონების ნებისმიერი ნაწილის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2016 წლის 14 ოქტომბრის განზრახულობათა წერილი; მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. განზრახულობათა წერილის პირობებიდან გამომდინარე, თანაინვესტორად გახდომის მიზნით, შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------“ აწარმოებდა მოლაპარაკებას S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის დირექტორ შ------ მ--------თან.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში (4-9 მაისი) მოსარჩელე და მოპასუხე შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს ს-–- ტ------ის საინვესტიციო პროსპექტის იდეა, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უნდა მოეხდინა ინვესტირება ფონდში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები; მოსარჩელის შეთავაზება ფონდში ინვესტირების შესახებ, 2017 წლის 04 მაისის ელექტრონული შეტყობინება.
3.1.5. 2017 წლის 04 მაისს, მოსარჩელე შ------ მ--------ს სთავაზობს თანაინვესტორად გახდომის ალტერნატივას, ქონების პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის გზით, ამასთან, თუ შ------ მ--------ს ქონება მხოლოდ მისთვის უნდა, უძრავი ქონების შესყიდვის ფასს 8,4 აშშ მლნ დოლარის ოდენობით, რასაც დაემატება ს-–- ტ------ის ინტერესი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 04 მაისი ელექტრონული შეტყობინება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. 2017 წლის 9 მაისს, S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის დირექტორმა, შ------ მ--------მა, გაუგზავნა განზრახულობათა წერილი შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ დირექტორს, ს-–- ტ------ს, რომლითაც ის სთავაზობს ს-–- ტ------ს 7,3 მლნ აშშ დოლარს რ---------–-ს 42/გ-------------ს ქუჩა N31ა-ში მდებარე საოფისე ფართში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 09 მაისის განზრახულობათა წერილი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; სარჩელი; შესაგებელი.
3.1.7. 2017 წლის 12 მაისს, შ------ მ--------მა, ელექტრონული შეტყობინებით უარი განუცხადა მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ვინაიდან მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს იგი. ამავე შეტყობინებით, აცხადებს, რომ ის არ აპირებს მნიშვნელოვანი თანხების/დროის/ძალისხმევის ინვესტირებას ბნელ და გაუგებარ გარიგებებში და აქვს ძალიან კონკურენტუნარიანი შემოთავაზებები სხვა პროექტებიდან.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 12 მაისის ელექტრონული შეტყობინება; მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.8. 2017 წლის 09 ივნისს შპს „კ-------– პ---------სა“ და S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს შორის დაიდო აქტივების მიწოდების ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველი - შპს „კ-------– პ---------ი“ საკუთრებაში გადასცემს მყიდველს S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდებით:
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--;
ხელშეკრულების შესაბამისად ნასყიდობის ფასი შეადგენს 7 997 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის ივნისის აქტივების მიწოდების ხელშეკრულება; მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს შპს „კ-------– პ---------სა“ და შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ შორის გაფორმებული განზრახულობათა წერილის მოქმედების ვადა ამოწურული იყო 2017 წლის 28 თებერვალს და მოპასუხესთან მოლაპარაკების წარმოების მომენტისათვის, განზრახულობათა წერილი ძალადაკარგული იყო.
2016 წლის 14 ოქტომბრის განზრახულობათა წერილის მე-6 მუხლის თანახმად, დოკუმენტი „მოქმედებს 2017 წლის 28 თებერვლამდე. იმ დროისათვის მხარეებს დადებული უნდა ჰქონდეთ ყიდვა/გაყიდვის საბოლოო ხელშეკრულება. თუმცა გამყიდველმა უნდა შეასრულოს N4 პუნქტი, ნებისმიერი დაგვიანების შემთხვევაში, დოკუმენტის ვადა ავტომატურად გრძელდება შესაბამისად“.
მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული არ არის მე-4 მუხლის „d'' და „e’’ პუნქტები, აქედან გამომდინარე, განზრახულობათა წერილის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდა აღნიშნული პუნქტების შესრულებამდე. შესაბამისად, მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარმოებისას, მოსარჩელეს ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის ექსკლუზიური უფლებამოსილება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2016 წლის 14 ოქტომბრის განზრახულობათა წერილი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; სარჩელი; შესაგებელი.
3.2.2. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა უძრავი ქონებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
მხარეები რამდენიმე საქმიან შეხვედრაზე განიხილავენ პროექტის დეტალებს, მოსარჩელე აწვდის უძრავი ქონებების შესახებ ინფორმაციას, სრულ საინვესტიციო პროსპექტს, ფინანსურ ანალიზს, ობიექტის სხვადასხვა სახის ეფექტური ცვლილებებს, აღნიშნული დასტურდება მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერით, 2017 წლის 04 მაისის, 2017 წლის 06 მაისის ელექტრონული შეტყობინებებით (იხ. სარჩელის დანართი N5, ს.ფ. 48-53), მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (იხ. სარჩელის დანართი N13.1, ს.ფ. 116-118), მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ელექტრონული მიმოწერებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მოპასუხე ეცნობა ქონების შესახებ ყველა სახის ინფორმაციას. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს პროექტის დეტალები. შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელე, რომელიც ფლობს სავაჭრო ცენტრ „მ-----ის“ შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, აწვდის და უზიარებს მას მოპასუხეს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 04 მაისის ელექტრონული შეტყობინებები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ------ ქ------ს ფ------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 744-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან.
მოთხოვნის უფლების არსებობისათვის მხარეთა შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „კ-------– პ---------სა“ და შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა განზრახულობათა წერილი, რომლის მიხედვით, გამყიდველს სურს მიჰყიდოს პოტენციურ მყიდველს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ, თ---–---, შ----- რ---------–-ს გამზ N42/ა-–---------- გ-------------ს ქუჩა N31ა, საკადასტრო კოდები:
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-3 სართული, 30,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-8 სართული, 205,40+28,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-9 სართული, 1025,19+214,57მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-10 სართული, 840,93+305,83მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-6 სართული, 92800+124,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-7 სართული, 869,00+29,00მ2;
0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მე-3 სართული, 662,60მ2;
შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ-----ს“ (ან მის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ახალ კომპანიას) სურს, შეიძინოს გამყიდველის კუთვნილი უ------ ქონება. განზრახულობათა წერილის შესაბამისად, მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, მოიძიოს თანაინვესტორები უ------ ქ------ს შეძენის მიზნით, რისთვისაც ვალდებულია გამოსცეს საინვესტიციო პროსპექტი. განზრახულობათა წერილის შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია სავაჭრო ცენტრ „მ-----ში“ მდებარე შპს „კ-------– პ---------ის“ საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ექსკლუზიური უფლება. ამასთან დადგენილია, რომ აღნიშნული განზრახულობათა წერილის მოქმედების ვადა არ ამოწურულა 2017 წლის 28 თებერვალს და მოპასუხესთან მოლაპარაკების წარმოების მომენტისათვის მოსარჩელეს ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის ექსკლუზიური უფლებამოსილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. ასეთი ხელშეკრულების დადებისთვის შუამავლის ფუნქცია შესაბამისი კონტრაჰენტის მოძიებასა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას წარმოადგენს.
საშუამავლო ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი და კონსესუალური გარიგების სახეს. საშუამავლო ხელშეკრულების დადების თაობაზე კანონი, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (საქართველოს სამოქალაქო კოდექის 746-ე მუხლი), არ მოითხოვს მხარეთა მიერ კონკრეტული ფორმის დაცვას. შესაბამისად, მხარეებს, შეუძლიათ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, დადონ ხელშეკრულება წერილობითი ან ზეპირი ფორმით.
შუამავლობის მთავარი არსი, შემკვეთის მიერ შუამავლის საშუალებით განხორციელებულ მომსახურებაში მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადებაში მდგომარეობს. იგი სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული.
აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მოწესრიგების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში დიდია იმდენად, რამდენადაც, ყოველდღიურ ურთიერთობაში საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე უამრავი სახის ხელშეკრულება იდება. შუამავლის მიზანს სწორედ შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადება წარმოადგენს. სხვა საკითხები, მაგალითად ის, თუ რა სახით გაგრძელდება შემკვეთსა და მესამე პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შუამავლის ინტერესის სფეროს სცილდება.
შუამავლობის განმახორციელებელ პირს წარმოადგენს მაკლერი. მისი საქმიანობა შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისაკენ. მაკლერის ვალდებულება საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება იყოს შემკვეთისათვის კონტრაჰენტის მოძიება, სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება. შემკვეთის დაკავშირება მოძიებულ კონტრაჰენტთან და სხვა. ის ძირითადი საკითხები, რომელზე დაყრდნობით შემკვეთს მესამე პირთან წარმოექმნება იმ სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის, უპირატესად ძირითადი ხელშეკრულების, დამყარების შესაძლებლობა, რომლისკენაც თავიდანვე მიმართული იყო შუამავლის მიერ განხორციელებული საქმიანობა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს ს-–- ტ------ის საინვესტიციო პროექტის იდეა, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უნდა მოეხდინა ინვესტირება ფონდში. 2017 წლის 04 მაისს, მოსარჩელემ შ------ მ--------ს შესთავაზა ქ, თ---–---, შ----- რ---------–-ს გამზ N42/ა-–---------- გ-------------ს ქუჩა N31ა-ში მდებარე უ------ ქ------ს (საკადასტრო კოდები: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--) პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემა, ხოლო უძრავი ქონების შესყიდვის ფასი განსაზღვრა 8,4 აშშ მლნ დოლარის ოდენობით. 2017 წლის 9 მაისს, S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის დირექტორმა, შ------ მ--------მა, განზრახულობათა წერილით, აღნიშნულ უძრავ ქონებაში ს-–- ტ------ს შესთავაზა 7,3 მლნ აშშ დოლარის გადახდა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რამდენიმე საქმიან შეხვედრაზე განიხილავენ პროსპექტის დეტალებს. დადგენილია, რომ ს-–- ტ------მა, შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ დირექტორმა, მოპასუხეს - S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის დირექტორს, შ------ მ--------ს გაუზიარა და მიაწოდა უ------ ქ------ს შესახებ დეტალური ინფორმაცია, ფინანსური ანალიზი, ობიექტის სხვადასხვა სახის ეფექტური ცვლილებები, სრულ საინვესტიციო პროსპექტი.
შუამავლობა თავისი არსით კონკრეტული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის უნდა დაიდოს ძირითადი ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ, როგორც შუამავალმა, შეასრულა მისი მთავარი დანიშნულება და მიაწოდა მოპასუხეს ინფორმაცია ქონების შესახებ, რომელიც, ამ უკანასკნელმა შეიძინა 2017 წლის 09 ივნისის აქტივების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე.
საშუამავლო ხელშეკრულების დანიშნულებას იმ მოქმედების გაწევა წარმოადგენს, რომლის საფუძველზე ქონების მესაკუთრე, შუამავლის დახმარებით მესამე პირთან დებს ძირითად ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს შპს „კ-------– პ---------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ, თ---–---, შ----- რ---------–-ს გამზ. N42/ა-–---------- გ-------------ს ქუჩა N31ა - სავაჭრო ცენტრი „მ-----ი“.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ივნისს შპს „კ-------– პ---------სა“ და S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს შორის დაიდო აქტივების მიწოდების ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველი - შპს „კ-------– პ---------ი“ საკუთრებაში გადასცემს მყიდველს S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდებით: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--; 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--;
აღნიშნულ ქონებაზე, შეძენამდე ერთი თვით ადრე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს ქონების შესახებ დეტალური ინფორმაციას და ახორციელებდა საშუამავლო მომსახურებას. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მიიღო უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია, 2017 წლის 12 მაისს, შ------ მ--------მა, ელექტრონული შეტყობინებით უარი განუცხადა მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე და მასთან თანამშრომლობაზე, იმ მოტივით, რომ „არ აპირებს მნიშვნელოვანი თანხების/დროის/ძალისხმევის ინვესტირებას ბნელ და გაუგებარ გარიგებებში“ და აქვს ძალიან კონკურენტუნარიანი შემოთავაზებები სხვა პროექტებიდან. 2017 წლის 09 ივნისს, აღნიშნული ქონება მოპასუხემ შპს „კ-------– პ---------ისაგან“ შეიძინა 7 997 000 აშშ დოლარად.
სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადება, რომელიც შუამავლის საშუალებით ხდება, უნდა შეესაბამებოდეს შემკვეთის მიერ გამოვლენილ ნებას, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, შემკვეთის სურვილი ნაწილობრივ განსხვავებულად იქნეს ასახული საბოლოოდ ძალაში შესულ ძირითად ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, შემკვეთის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დადებს ძირითად ხელშეკრულებას მესამე პირთან, ხოლო შემკვეთის ნება, თავის მხრივ, კავშირში უნდა იყოს მასსა და შუამავალს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსთან, რომლითაც შესაძლებელია ასეთი სახის მცირედი ცდომილება იყოს გათვალისწინებული. ცდომილება შეფასებითი საკითხია და იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება.
მოსარჩელის შეთავაზება მოპასუხისადმი ქონების შეძენაზე წარმოადგენს 8,4 მლნ აშშ დოლარს, მოპასუხემ გამოხატა ნება 7,3 მლნ აშშ დოლარად შეეძინა უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ შეიძინა 7 997 000 მლნ აშშ დოლარად. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურება პირდაპირ კავშირშია მოპასუხის მიერ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან. მოცემული ცდომილება შეიძლება შეფასდეს, როგორც მცირედი ცდომილება და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელემ 2017 წლის მაისის მოლაპარაკებების შემდგომ, 2017 წლის 09 ივნისს შეიძინა ობიექტი, ის მიჩნეულ უნდა იქნას იმ ძირითად ხელშეკრულებად, რომელიც შუამავლის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად დაიდო.
შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. იმის გათვალისწინებით, რომ შუამავალს ანაზღაურების მიღების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ ძირითადი ხელშეკრულება კანონიერად იქნა დადებული შემკვეთსა და მესამე პირს შორის, შუამავლის მიერ შემკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა შემკვეთი იყოს დაცული. ამ მხრივ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარკვეული სახის შემზღუდველ ნორმებს, რომლებიც კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საშუამავლო საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურების გადახდის ვალდებულება უკავშირდება შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადების ფაქტს. შემკვეთი მოვალეა, შუამავალს გასამრჯელო გადაუხადოს იმ საშუამავლო საქმიანობისათვის, რომელიც მაკლერმა გასწია, ამასთან, იგი ვალდებულია გასამრჯელო მისცეს შუამავალს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა (შუამავლობის ხელშეკრულება).
განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული.
ძირითადი ხელშეკრულების მნიშვნელობა დიდია, რადგან აღნიშნულის დადების გარეშე შემკვეთს შუამავლის მიმართ ანგარიშსწორების ვალდებულება არ წარმოეშობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შუამავლის - შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ მიერ საშუამავლო საქმიანობის გაწევის შემდგომ, დაიდო ძირითადი ხელშეკრულება ქონების მესაკუთრეს - შპს „კ-------– პ---------სა“ და მოპასუხეს შორის.
გასამრჯელოს განსაზღვრის ოდენობა მხარეთა პრეროგატივას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ანგარიშსწორების საკითხი არ წესრიგდება, კანონი განსაზღვრავს პრაქტიკაში დამკვიდრებულ ანაზღაურების ოდენობას, რომელიც გადაიხდევინება იმ ოდენობით, რაც ანალოგიური სამსახურისათვის გადახდას ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების ობიექტზე საშუამავლო მომსახურების გაწევის საზღაურად, როგორც მსგავსი ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი ოდენობად, უნდა მივიჩნიოთ 1,77%, ანუ, მომსახურების ობიექტის - სავაჭრო ცენტრი „მ-----ის“ ჩვეულებრივ მოქმედი სამაკლერო საზღაური უნდა განისაზღვროს 1,77%-ის ოდენობით, (1,5% დღგს-ს გარეშე) (იხ. უძრავი ქონების სააგენტო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება, სარჩელის დანართი N12, ს.ფ. 10--111).
2017 წლის 09 ივნისის აქტივების მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის ფასი შეადგენს 7 997 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბ----- მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამავლობის საზღაური შეადგენს ქონების ღირებულების 7 997 000 აშშ დოლარის 1,77%-ს, ანუ 141546,90 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე S-- U---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს უნდა დაეკისროს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ 141 546,90 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს უნს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ადვოკატის ხარჯის 12000 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის 150 ლარისა და თარჯიმნის ხარჯის 430 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სარჩელი S-- U---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის მიმართ, შუამავლის საზღაურის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე S-- U---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს დაეკისროს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ 141 546,90 აშშ დოლარის გადახდა.
3 მოპასუხე S-- U---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ს დაეკისროს შპს „ტ------ უ------ ქ------ს ფ------ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ადვოკატის ხარჯის 12000 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის - 150 ლარისა და თარჯიმნის ხარჯების 430 - ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე