გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002285058
N2/92
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28.09.2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ თოდუა
მოსარჩელე შპს „ი--–----------------------------–-“
წარმომადგენელი ნ--------–-----–ი
მოპასუხე შპს „ბ--------–------------“
წარმომადგენლები ს----------------ია, ც-------------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.შპს „ბ--------–-----------“ დაეკისროს შპს „ი--–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ 15 340 ლარის ოდენობის გადახდის ვალდებულება.
1.2.შპს „ბ--------–-----------“ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს „ი--–----------------------------–-“ ქ. ფ----–- ახორციელებს ს-------------–---ს--------------- ტ---------ს ტ--------–ში შენახვის მომსახურეობას. ფ------------------------------------------–- შეყვანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების განბაჟების მიზნით გამოიყენება მისი საწყობი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო შენახვა-მიბარების მომსახურეობის ტარიფები განსაზღვრულია შემნახველის 2012 წლის 01 ივნისის ბრძანებით. შპს „ბ--------–-----------“ გაცემული კონოსამენტით მოპასუხის სახელზე ჩამოყვანილ იქნა ავტომობილი (B-- S----- WIN: W---------------), რომელიც დღეისათვის მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. აღნიშნული ავტომობილი 2013 წლის 19 სექტემბერს ფ------------------------------------------–- შეყვანილ იქნა შპს “ბ--------–-------------“ მიერ და შესანახად საწყობში განთავსდა, რომელიც 2015 წლის 30 ოქტომბრამდე ინახებოდა და საწყობიდან გაყვანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელით. მის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური 15340 ლარს შეადგენს, რაც გადახდილი არ არის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ ბ--------–------------“ უარყოფს რაიმე სამართლებრივ ურთიერთობას შპს „ი--–----------------------------–----“, შესაბამისად, რაიმე ვალდებულებების არსებობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------–-----–-ას სარჩელი მოპასუხე შპს „ბ--------–-------------“ მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
შპს „ბა-------–----------------“ გამოთხოვილ იქნა მ------–-----–-ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა B-- s----- WIN: W------------------.
3.1.2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „ბ--------–-------------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
3.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განჩინებით შპს „ბ--------–-------------“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველი დარჩა.
3.1.4.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3.1.5.2015 წლის 30 ოქტომბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმის თანახმად, ქ. ფოთი, ჯ-----–---–---------ში, შპს „ი--–----------------------------–-ს“ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ავტოსანტრანსპორტო საშუალება, შპს „ი--–----------------------------–-ს“ წარმომადგენელმა გ-----------–--იძემ წარადგინა სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მ------–-----–-აზე გადაცემის მიზნით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შუამავალი იღებს ვალდებულებას დამკვეთს დაეხმაროს ა––-დან ავტომანქანა B-- s----- WIN: W------------------ შეძენაში, უზრუნველყოს მისი ა––-დან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ფ------------------- ტ--------–ში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მას ეძლევა გარანტია ძრავაზე, კოლოფზე და ვიზუალურ მდგომარეობაზე ავტომობილის ღირებულება 5 400 ა–– დოლარს შეადგენს, თანხა სრულად არის დაფარული დამკვეთის მიერ.
3.2.2.სააგენტოს მომსახურეობის გაწევაზე, ავტომობილის შეძენა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ა––-ში რეგისტრირებული კომპანია „ბ------ძე კ-------“ მეშვეობით უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე შეძენილი ავტომობილის შესყიდვას და ტრანსპორტირებას, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს სააგენტო მომსახურეობასთან დაკავშირებით გაწეული ყველა ხარჯი, რომელიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით.
3.2.3.შპს „ი--–----------------------------–-“ 2015 წლის 03 დეკემბრის N291 წერილის მიხედვით, 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით, მ------–-----–-ას შპს „ი--–----------------------------–-ს“ მიმართ ერიცხება დავალიანება 15 340 ლარის ოდენობით, B-- X5 მარკის ავტომანქანის (შასის ნომერი W-----------------, კონტეინერის ნომერი Z-----------, რომლის ფორვარდერია შპს „ბ--------–------------, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, ჯამში 772 დღის განმავლობაში, ტ--------–--- ავტოსადგომზე დგომისთვის.
3.2.4. მ------–-----–-ას წერილის თანახმად, ა/წ 18 სექტემბერს Z---ს ხაზით ფ----–- შემოვიდა და 19 სექტემბერს დაიცალა კონტეინერი Z----------, რომლის მიმღებიც არის შპს „ბ------“ აღნიშნულ კონტეინერში მის დაცლამდე, იყო მოთავსებული ავტომანქანა B-- s----- WIN: W------------------, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას.
3.2.5. მ------–-----–-ას 2013 წლის 08 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, მან 2013 წლის 08 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, 2013 წლის 18 სექტემბერს ტელეფონზე მიიღო შეტყობინება კონტეინერის გახსნის თაობაზე.
3.2.6. შპს „ი--–----------------------------–---” დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურეობის ტარიფების დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, დამტკიცდა "ი--–----------------------------–-ს" მიერ გაწეულ მომსახურეობაზე სატვირთო განაკვეთები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ი--–----------------------------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს „ბ--------–-----------“ შპს „ი--–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15340 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 681-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მიხედვით, 1.ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი. 2.თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის შესაბამისად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს "ბ--------–------------", ვინაიდან კონტეინერი, რომელშიც იმყოფებოდა სადავო ავტომანქანა ირიცხებოდა შპს "ბ--------–-------------" სახელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2015 წლის განჩინებით, ის გარემოება, რომ შპს "ბ--------–------------" წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არ წარმოადგენს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს და ვერ განაპირობებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას, იმ თვალსაზრისით, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იყო ანგარიშვალდებული მოსარჩელის წინაშე წარმოადგენდა არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს.
მითითება იმის შესახებ, რომ მ------–-----–-ას სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტ--------–ში შევიდა Z---------- კონტეინერით, რომელიც ირიცხებოდა შპს "ბ--------–-------------" სახელზე, ასევე მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას ამ საქმეზე სათანადო მოპასუხედ შპს "ბ--------–-------------" მისაჩნევად.
საქართველოს სკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ივლისს შპს „A-----------სა და მ------–-----–-ას შორის დაიდო ხელშეკრულება “საშუამავლო მომსახურეობის შესახებ“. ამ ხელშეკრულებით შპს „A---------“ უნდა დახმარებოდა მ------–-----–-ას ა––-ში ავტომობილის -B------ 2--- s----- WIN: W------------------ შეძენაში. ვალდებულების შესასრულებლად, შპს „A-----------მა ხელშეკრულება დადო შპს „ბ--------–-----------თან“, რომელსაც უშუალოდ უნდა უზრუნველყო ზემოხსენებული ავტომობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება.
შპს „ბ--------–-----------მა" ავტომობილი შეიძინა და გადმოზიდა საქართველოში. ტვირთის მიმღებად თავად შპს „ბ--------–------------“ იყო მითითებული.
2013 წლის 18 სექტემბერს კონტეინერში მოთავსებული ავტომობილი შემოვიდა ქ---------- ს-------------–-- -ს--------------- ტ---------ს ტ--------–ში, ხოლო 19 სექტემბერს კონტეინერი დაიცალა და ავტომობილი განთავსდა შპს „ი--–----------------------------–-ს“ საწყობში.
2013 წლის 8 ოქტომბერს მ------–-----–-ამ, ავტომობილის მისაღებად წერილობით მოითხოვა კონტეინერის კონოსამენტის ასლი, მაგრამ იმ მოტივით, რომ ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს „ბ--------–-------------“ სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ, მ. შ-----–იამ სარჩელი აღძრა შპს „ბ--------–-------------“ წინააღმდეგ და მოითხოვა ავტომობილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. მ------–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ავტომობილი 2015 წლი 30 ოქტომბერს გადაეცა.
ხსენებული ავტომობილი 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე იდგა შპს „ი--–----------------------------–-ს“ საწყობში.
2016 წლის 27 მაისს შპს „ი--–----------------------------–-“ შეერწყა სს "კ----------–------------------------------------“.
2013 წლის 13 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურეობის შესახებ შპს „ა-------------" და მ------–-----–-ას შორის, რომლითაც შპს „ა------------“ იღებს ვალდებულებას მ------–-----–-ას წინაშე დაეხმაროს დამკვეთს ა––დ-დან ავტომანქანა B-- X- 2--- s----- WIN: W----------------- შეძენაში, უზრუნველყოს მისის ა––-დან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება, ფ------------------- ტ--------–ში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ავტომობილის ღირებულება შეადგენს 5 400 ა–– დოლარს. თანხა სრულად არის დაფარული დამკვეთის მიერ. ამდენად შპს „ბ--------–------------„ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებებში მითითებულ მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მ------–-----–-ა არ არის ის პირი ვინც სარჩელზე პასუხი უნდა აგოს, რამეთუ სათანადო მოპასუხე არის ის პირი ვინც უშუალოდ მიაბარა ნივთი შპს „ი--–----------------------------–-“ უფლებამონაცვლეს სს „ფ-------------------------------“.
დადგინდა, რომ მოსარჩელე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახორცილებს ს-------------–---ს--------------- ტ---------ს ტ--------–ში შენახვის მომსახურეობას, მისი საწყობი ქ. ფ------------------------------------------–- შეყვანილი ავტომობილით დატვირთული კონტეინერების განბაჟების მიზნით გამოიყენება, რომელიც ყველა პირისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო შენახვის ტარიფები განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით. გადამზიდველის მიერ მ. შ-----–იას სახელზე გაცემული კონოსამენტის საფუძველზე მის საწყობში განთავსდა ნივთი, შესაბამისად სახეზეა სკ-ის 763-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს ვალდებულებას შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. განხილვის საგანს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მიბარების საზღაურის ანაზღაურება წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია - სკ-ის 764-მუხლის პირველი ნაწილი და 775-ე მუხლი. სარჩელში წარმოდგენილი ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებაა, რამეთუ შემნახველი ახორცილებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ითვლება.
მ. შ-----–ია აღნიშნავს, რომ იგი არ იყო შემნახველის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი, რამეთუ გადამზიდველმა მას კონოსამენტი არ გადასცა, შესაბამისად, მას ბრალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნივთის საწყობში განთავსებაში არ მიუძღვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინების 4.12.3 პუნქტში მითითებულია: პალატის აზრით, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში სათანადო მოპასუხე არის აპელანტისთვის უშუალოდ ნივთის მიმბარებელი, შპს „ბ--------–------------“. სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა შესთავაზა, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა.
დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ივლისს შპს „A---------“-სა და მ. შ-----–იას შორის დაიდო ხელშეკრულება “საშუამავლო მომსახურეობის შესახებ“, რომლის საფუზველზეც შუამავალი უნდა დახმარებოდა მოწინააღმდეგე მხარეს ა––-ში ავტომობილის შეძენაში. ვალდებულების შესასრულებლად შუამავალმა ხელშეკრულება დადო შპს „ბ--------–-----------თან“, რომელსაც უშუალოდ უნდა უზრუნველეყო ზემოხსენებული ავტომობილის შესყიდვა და ტრანსპოირტირება. საქართველოს სკ-ის 744-ე მუხლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ავტოაუქციონზეც ხელშეკრულება მ. შ-----–იამ საკუთარი სახელით გააფორმა შპს „ბ--------–-----------თან.“
ცხადია, რომ შპს „ ბ--------–------------“ წარმოადგენდა გადაზიმდველსაც, რომელსაც სკ-ის 668-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი უნდა გადაეზიდა დანიშნულების ადგილამდე ფ------ ს--------- ნ-----------ამდე. გადაზიდვის ხელშეკრულების სპეციფიურობიდან გამომდინარე, როგორც ხელშეკრულების დადება (სკ-ის 672-ე მ.), ისე მისი შესრულება სპეციალური დოკუმენტის - ზედნადების ან სხვა დოკუმენტის (მაგ: კონოსამენტი) შედგენითა და უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემით დასტურდება. გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული დოკუმენტები წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის უფლებაგანმკარგავ აქტებს, რამდენადაც სწორედ დოკუმენტის ხელთმქონე პირი განიხილება ტვირთის მართლზომიერ მფლობელად.
(საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 10.05.2017წ)
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს კონოსამენტი, ასეთის არარსებობის, მხარეთა მიერ წარმოუდგენლობისა და მოპოვების შეუძლებლობის გამო.
ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისთვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელ პირად, სათანადო მოპასუხედ - შპს "ბ--------–------------“ დაადგინა (მიიჩნია).
ამდენად, სარჩელი მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
შპს „ბ--------–-----------“ შპს „ი--–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახ. ბაჟის 460,20 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის 613,60 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადხდილი სახ. ბაჟის 767 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ი--–----------------------------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ--------–-----------“ შპს „ი--–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 15340 ლარის გადახდა.
3. შპს „ბ--------–-----------“ შპს „ი--–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახ. ბაჟის 460,20 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის 613,60 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადხდილი სახ. ბაჟის 767 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე