2. კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ გემის მოცდენის ყოველ დღეზე გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

3. თუ ტვირთის გადასაზიდად გემის მხოლოდ გარკვეული ნაწილია გამოყოფილი, სტალიური (ან სტალიური და კონტრსტალიური) დროის გასვლამდე გემის კაპიტანს უფლება აქვს უარი თქვას დაგვიანებით მიტანილი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის დაწყობა გამოიწვევს გემის დამატებით დაყოვნებას, რითაც ზიანი მიადგება დანარჩენ ტვირთს. ამასთან, გადამზიდავი ინარჩუნებს ფრახტის სრულად მიღების უფლება