1. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი) მშრალტვირთმზიდი გემის სატვირთო ოპერაციებისათვის მზადყოფნის შესახებ კაპიტნის მიერ გადაიცა 12 (თორმეტი) საათამდე, სტალიური დროის ათვლა დაიწყება იმავე დღის 13 (ცამეტი) საათიდან, ხოლო თუ აღნიშნული შეტყობინება (რადიონოტისი) გაცემულია 12 (თორმეტი) საათის შემდეგ – მომდევნო დღის 9 (ცხრა) საათიდან.

2. ტანკერებისათვის სტალიური დროის ათვლა იწყება გემის წერილობითი შეტყობინების (რადიო-ნოტისის) ჩაბარებიდან 6 (ექვსი) საათის შემდეგ, მიუხედავად იმისა, ეს გემი დგას თუ არა ნავმისადგომთა