1. სანავსადგურე ერთეულების და ტერმინალების შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტო.

2. კომპლექსური შემოწმების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს სააგენტოს დირექტორის ბრძანება. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებენ ამავე სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

3. კომპლექსური შემოწმების ჩატარების დროს უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ან ტერმინალის ადმინისტრაციამ, სამსახურის ხელმძღვანელებმა მათი განმგებლობის მიხედვით, პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ასევე იმ პირებმა, რომლებიც პასუხს აგებენ შრომის დაცვის მდგომარეობაზე შესამოწმებელ ობიექტზე.

4. საჭირო გაზომვების, გამოთვლების ან სხვა ტექნიკური საკითხების დაზუსტებისათვის, სანავსადგურე ერთეულის ან ტერმინალის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს კომისიის განკარგულებაში შესაბამისი სპეციალისტი ან მოიწვიოს ის სხვა ორგანიზაციიდან.

5. კომპლექსური შემოწმების შედეგების მიხედვით კომისია ადგენს აქტს დაწესებული ფორმის მიხედვით, რაზედაც ხელს აწერენ შემოწმებაში მონაწილე პირები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და შემოწმებული ორგანიზაციის მხრიდან.

6. კომპლექსური შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზები/შეუსაბამობები სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ უნდა იქნეს აღმოფხვრილი იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებული იქნება შემოწმების აქტში. თითოეული/შეუსაბამობის ხარვეზის გამოსწორებისას ნავსადგურმა/ტერმინალმა უნდა აცნობოს სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს წერილობითი ფორმით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

8.აქტი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად, 1 (ერთი) ეგზეპლარი რჩება შემოწმებულ ორგანიზაციას.

9. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ინფორმაცია ნარჩენების შესახებ, სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

კარი II

ნავსადგურების ჩვეულებები

თავი XVI

ნავსადგურის ჩვეულებე