1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენი ნივთიერებების მიღება, რათა აღმოიფხვრას გემებიდან ნარჩენების ჩაყრა/ჩაღვრა ზღვაში და დაცული იქნეს ზღვის გარემო ასეთი ქმედებით გამოწვეული შედეგებისგან.
2. გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენებისაგან ნავსადგურის ტერიტორიისა და ნავსადგურის აკვატორიის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და „2019 წლის 17 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019/883/EC „ნავსადგურში გემების მიერ ნარჩენების მიმღები მოწყობილობების შესახებ“ დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სანავსადგურე ერთეულებში გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენის ჩაყრა/ჩაღვრა აკრძალულია.
4. გემზე დაგროვილი ნარჩენი დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს ნაპირზე. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია მიიღოს გემის ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები.
5. თუ გემს გააჩნია ნარჩენების საცავი, მაგრამ არსებული საცავი არ არის საკმარისი ნაოსნობის პერიოდში წარმოქმნილი ნარჩენების შესანახად გემის ნავსადგურიდან გასვლის მომენტიდან მის შემდეგ ნავსადგურში შესვლამდე, გემი ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე ჩააბაროს ასეთი ნარჩენი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ არის განსაზღვრული შემდეგი ნავსადგური, ვალდებულია ჩააბაროს ასეთი ნარჩენი.
6. სანავსადგურე ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ:
ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ხელმისაწვდომობა გემებისთვის.
ბ) სათანადო ტევადობის ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების არსებობა, რათა მიიღონ ნარჩენების საკმარისი რაოდენობა იმ გემებიდან, რომლებიც სარგებლობენ სანავსადგურე ერთეულის მომსახურებით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ბ.ა) სანავსასდგურე ერთეულის მომხმარებელთა საჭიროებები:
ბ.ბ) სანავსასდგურე ერთეულის შესაძლებლობა და ადგილმდებარეობა;
ბ.გ) სანავსასდგურე ერთეულის შემავალი გემების ტიპი;
გ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ფორმალობებისა და პრაქტიკული მოგვარების სიმარტივე და მიზნშეწონილობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გემების გაუმართლებელი დაყოვნება;
დ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობებით გემებიდან ნარჩენების მართვის განხორციელება გარემოს დაცვის სათანადო წესით.
7. ნარჩენების მიღებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და დანაგვიანება.
8. სანავსადგურე ერთეულმა უნდა უზრუნველყოს გეგმიდან გამომდინარე შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გემის ოპერატორებისთვის:
ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ადგილმდებარეობა, თითოეული ნავმისადგომისთვის და მათი მუშაობის საათები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც მიიღება/ბარდება სანავსადგურე ერთეულში;
გ) საკონტაქტო პირების სია, ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ოპერატორების და შემოთავაზებული მომსახურების ჩამონათვალი;
დ) ნარჩენების ჩაბარების პროცედურების აღწერა;
ე) ნარჩენების ჩაბარების საფასური.
9. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმ