1. გემს, ტვირთგამგზავნის მითითებით, უფლება აქვს ტვირთგამგზავნის (დამფრახტავის) მიერ მიწოდებული სასეპარაციო ტვირთი და ტვირთის სამაგრი საშუალებები ჩააბაროს სანავსადგურე ერთეულს.
2. გემი ვალდებულია, მძიმე წონის საგემბანო ტვირთი უზრუნველყოს სპეციალური ინვენტარითა (ტალრეპები, კავები, ფოლადის გვარლები) და სხვა სამაგრი საშუალებებით.
3. გემბანზე ტვირთის მისაღები დგარების დაყენება და ტვირთის დამაგრება ხორციელდება ტვირთგამგზავნთან (დამფრახტავთან) შეთანხმებით, ტვირთგამგზავნის ხარჯითა და მისივე პასუხისმგებლობით იმის მიუხედავად, თუ ვინ ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს (გემის ეკიპაჟი, ტვირთგამგზავნი ან მისი ექსპედიტორი).
4. სახაზო გემების აღჭურვას სასეპარაციო და სამაგრი საშუალებებით უზრუნველყოფს გემთმფლობელი.
5. გემის კაპიტანი უზრუნველყოფს ტვირთის ნაოსნობისათვის უსაფრთხოდ განაწილებასა და განლაგებას გემის ტვირთსათავსებში (ტრიუმებში). ეს მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა გემის დატვირთვა, ტვირთის დაწყობა, განლაგება ან ტრიმინგი (გადაადგილება) ხორციელდება ტვირთმფლობელის/ექსპედიტორის საშუალებები