თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემი მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გემის გარკვეული სათავსოები, ტვირთის გამგზავნს შეუძლია მოითხოვოს გემიდან ან სათავსოებიდან გარეშე ტვირთის ამოღება გაგზავნის ნავსადგურში, ხოლო თუ გემი მთლიანადაა დაქირავებული – ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას. თუ გარეშე ტვირთი დროულად არ იქნა ამოღებული გემიდან, გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს ფრახტის შესაბამისი შემცირება, აგრეთვე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს საზღვაო კოდექსი · რედაქცია 12.06.2025
მუხლი 135
საზღვაო კოდექსის 135-ე მუხლი
თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ
რედაქციის ისტორია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 135, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-135/