1. სანავსადგურე ერთეულში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მის ტერიტორიასა და აკვატორიაში მყოფი პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

2. გემის ეკიპაჟის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელმძღვანელი.

4. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ჰყავდეს სახანძრო ბუქსირმზიდი გემი ან ბუქსირმზიდი გემი, რომელზეც დამონტაჟებულია სპეციალური, მაღალი წნევის მქონე ხანძარმქრობი საშუალებები.

5. სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეკისრებათ გემის კაპიტნებს, აგრეთვე, ტერმინალების, ნავმისადგომების, საწყობების, უბნების და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ობიექტების ხელმძღვანელებ