1. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებითა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა და დგომა ხორციელდება საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე უნდა იმოძრაოს მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილი გზის სავალ ნაწილზე. ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია აღჭურვილი უნდა იყოს მათი მოძრაობის შესაბამისი ნიშნებით.
3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობა.
4. სარკინიგზო და ამწეთა ლიანდაგებზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსიარულეების გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილ გადასასვლელებზე. გადასასვლელების მჭიდროდ ჩახერგვა ვაგონებით აკრძალულია. დაუშვებელია გადასასვლელების მოწყობა სარკინიგზო ლიანდაგებისა და საავტომობილო გზის გადამკვეთი უბნის სიახლოვეს.
5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ღამის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ გზების სავალი ნაწილის სათანადო განათების შემთხვევაში.
6. ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:
ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 30კმ/სთ;
ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 20 კმ/სთ;
გ) სატვირთო სამუშაოების წარმოებისას, სატვირთი და სხვა სპეციალური სახის ტრანსპორტისათვის – 6კმ/სთ;
დ) სარკინიგზო ტრანსპორტისათვის – 5კმ/სთ.
7. ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:
ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 10კმ/სთ;
ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 10 კმ/სთ;
8. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:
ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 30კმ/სთ;
ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 30 კმ/სთ;
გ) სატვირთო სამუშაოების წარმოებისას, სატვირთო და სხვა სპეციალური სახის ტრანსპორტისათვის – 10კმ/სთ;
დ) სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ნავმისადგომებზე- 3კმ/სთ.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში დადგენილი სიჩქარეები უნდა შემცირდეს უსაფრთხო ზომამდე:
ა) ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებსა და სატრანსპორტო საშუალებათა შეჯგუფების ადგილებში;
ბ) ადგილებზე, სადაც არსებობს ნიშანი „ნელა სვლა“;
გ) გზების სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას;
დ) გზაჯვარედინებზე;
ე) ცუდად განათებულ უბნებში;
ვ) ცუდი ამინდის პირობებში (ლიპყინული, წვიმა, ბურუსი, ქარბუქი და სხვა).
10. ფხვიერი, მტვრიანი ტვირთის გადაზიდვისას (წვრილი ქვანახშირი, ცემენტი, სილა, სამშენებლო ნაგავი, ფქვილი, კირქვა და სხვა) ძარაში, ნახევარმისაბმელში, მისაბმელში დაფენილი, ხოლო ტვირთზე საიმედოდ გადაფარებული უნდა იყოს ბრეზენტი.
11. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა ნებადართულია მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებზე. გზებზე, გადასასვლელებზე, სახანძრო მისასვლელებსა და სპეციალურად აღნიშნულ გზის სხვა მონაკვეთებზე დგომა აკრძალულია.
12. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიმაღლე დატვირთულ ან დაუტვირთავ მდგომარეობაში 5.15 მეტრს აღემატება, დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით.
სანავსადგურე ერთეულის ნავთობ/გაზის ტერმინალის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟი