1. გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანამდე გემის კაპიტანმა უნდა შეადგინოს გემის დგომის განმავლობაში მისი სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა, შეათანხმოს იგი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან და დაამტკიცოს გემთმფლობელთან.

2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემს უნდა გააჩნდეს გამართული წყალსაღვრელი, ხანძარსაწინააღმდეგო და გემის მისაბმელი საშუალებები.

3. ექსპლუატაციიდან გამოყვანამდე გემი უნდა გადმოიტვირთოს, გაიწმინდოს თხევადი საწვავის ნარჩენების, საწვავი მასალების, ზედმეტი ინვენტარისაგან, განხორციელდეს მისი დეგაზირება და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები კინგსტონის ჰერმეტულობის შესანარჩუნებლად.

4. თხევადი საწვავის დატოვება ხანგრძლივად გაჩერებულ გემზე დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

5. გემის ტანკების, ბუნკერებისა და სატუმბო განყოფილების გაწმენდის და გემზე საწვავის მარაგის შენახვის შესაძლებლობის თაობაზე, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს სარემონტო სამუშაოების წარმოებას ღია ცეცხლით – დგება აქტი სანავსადგურე ერთეულის, სახანძრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლების და გემის კაპიტნის მონაწილეობით.

6. გემის ყველა სამსახურებრივი და საცხოვრებელი სათავსო (ტრიუმი, სამანქანო განყოფილება, კაიუტები, და სხვა), სადაც არ ხორციელდება სარემონტო სამუშაოები და არ ცხოვრობენ ეკიპაჟის წევრები, უნდა ჩაიკეტოს და დაილუქოს, ხოლო ელექტროგაყვანილობა გამოირთოს.

7. გემის მომზადება ექსპლუატაციიდან გამოყვანისათვის ევალება გემთმფლობელს.

8. ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის მიმართ უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გემის ყველა სათავსო ჩაიკეტოს;

ბ) ყველა ბორტგარეთა და წყალგაუმტარი ღიობი (ილუმინატორები, კარები, ლუქები, ყელები, სახურავები და სხვა) მჭიდროდ ჩაირაზოს;

გ) მთავარი წყალგაუმტარი ნაკვეთურის ფარგლებში მილგაყვანილობა გაიყოს ავტონომიურ უბნებად, სარქველების გადაკეტვით და სახშობის დაყენებით;

დ) გატანილ იქნეს გემიდან ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში ტვირთი, გემის მარაგი, მასალები;

ე) გემი აღიჭურვოს გემის ზღვაოსნობაუნარიანობისათვის აუცილებელი, ტექნიკურად გამართული, ავარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით, რომლებიც უნდა განლადგეს თავის საშტატო ადგილზ