1. ნაოსნობისათვის მოსალოდნელი არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემების მიღებისთანავე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის აკვატორიაში და მისასვლელებთან მყოფ ყველა გემს.

2. გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს გემის ჟურნალში და დაუდასტუროს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს შეტყობინების მიღების დრო.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების ან ამინდის გაუარესების აშკარა ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოება.

4. ქარისა და ღელვისაგან დაუცველი ნავსადგურის აკვატორიაში მდგომი გემები, დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ მოყვანილნი მზადყოფნაში ზღვაში გასასვლელად.

5. ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შესახებ გაფრთხილების მიღებისთანავე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უნდა გადასცეს იმ გემების სია, რომლებმაც ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების განმავლობაში დროებით უნდა დატოვონ სანავსადგურე ერთეული, სანავსადგურე ერთეულში დარჩენილი გემების დისლოკაცია და იმ გემების სია, რომლებიც იმყოფებიან რეიდზე, არ გააჩნიათ საწვავის საკმარისი რაოდენობა, რის გამოც საჭიროებენ ნავსადგურში სასწრაფოდ შემოყვანას.

6. ყველა ტექნიკურად გამართულმა გემმა არახელსაყრელი და საფრთხის შემცველი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების (შტორმი, ტიაგუნი) პერიოდში ნავსადგურის სახელმწიფი ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნისთანავე საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა დატოვოს ნავსადგური ან საღუზე წერტილი და გაემართოს გაშლილ ზღვაშ