1. მოსაზღვრე ნავმისადგომებიდან ორი ან მეტი გემის ერთდროულად გაყვანა ან შემოყვანა აკრძალულია.

2. გემის ნავმისადგომთან დაყენებას უნდა ესწრებოდეს სანავსადგურე ერთეულის და/ან ტერმინალის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა მიუთითოს ლოცმანს ან გემის კაპიტანს გემის დასაყენებელი ზუსტი ადგილი.

3. გემის მისაბმელი ოპერაციების განსახორციელებლად სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია გამოყოფს მიმბმელებს, არანაკლებ 8 პირისა, აგრეთვე ბუქსირებს, გემის სიგრძის მიხედვით, ამ წესებით გათვალისიწნებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს გემის დაყენება მტკიცე და საიმედო გვარლებით, აგრეთვე მათი დაამაგრება სპეციალურად გამოყოფილ ნავმისადგომის მისაბმელ საშუალებებზე. მისაბმელი გვარლის დამაგრება ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც ამისათვის არ არის გამიზნული, აკრძალულია.

5. ნავმისადგომთან მიყენებულმა გემმა ნაპირზე უნდა დაამაგროს საიმედო ტრაპი, აღჭურვილი მოაჯირით და დამცავი ბადით, ასევე, იქონიოს მაშველი რგოლი არანაკლებ 27.5 მეტრი სიგრძის თოკით.

6. ტრაპის ქვეშ გაჭიმული უნდა იყოს დამცავი ბადე იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს ადამიანის ჩავარდნა წყალში.

7. დღე-ღამის ბნელ პერიოდში ტრაპი უნდა იყოს განათებული.

8. გემების ბორტი-ბორტთან დადგომისას, ტრაპის დაყენება გემებს შორის ევალება ზღვის მხარეს მდგომ გემ