1. გემის ღუზაზე დგომა აკრძალულია:

ა) რუკებზე, ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და ზღვაოსანთა უწყებებში განცხადებულ აკრძალულ რაიონებში;

ბ) ფარვატერებიდან და ღერძებიდან 1,5 კბტ ნაკლებ მანძილზე;

გ) იმ სიღრმეებში, რომლებიც გემის შემობრუნებისას არ იძლევა მისი უსაფრთხო დგომის შესაძლებლობას;

დ) ფარვატერებსა ან არხებში, გარდა ამ წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევ(ებ)ისა.

2. სახიფათო ტვირთით დატვირთული გემები (ტანკერები) ღუზაზე დგებიან ამისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.

3. გემის ღუზაზე დაყენება ან ღუზაზე დგომის ადგილის შეცვლა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

4. გემი, რომელიც დგას ღუზაზე უნებართვოდ ან არასწორ პოზიციაში, ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გადაინაცვლოს მითითებულ დგმის ადგილზე. ნებისმიერი გემი ღუზაზე უნდა დადგეს იმ საღუზე სადგომზე, რომელსაც მიუთითებს VTS ოპერატორი და ეს უნდა გააკონტროლოს VTS ოპერატორმა.

5. გადაუდებელ შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს დამოუკიდებლად შეცვალოს ღუზაზე დგომის ადგილი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

6. ღუზაზე დგომის ადგილის შეცვლა დრეიფის მეთოდით აკრძალულია.

7. ღუზაზე დაყენების დროს გემმა არ უნდა გადაღობოს გასასვლელი, ასევე არ განახორციელოს მოხვევა სხვა გემებთან სახიფათო სიახლოვეს.

8. გემმა რეიდზე ღუზა უნდა ჩაუშვას იმგვარად, რომ გემის შემობრუნებისას არ გადაიკეტოს აკვატორიის სავალი ნაწილი ან ფარვატერი.

9. გემი, რომელიც დგას ღუზაზე, უნდა სარგებლობდეს აგენტის მომსახურები