1. ვიწროებში ნაოსნობა უნდა ხორციელდებოდეს COLREG 72-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ვიწროებში ნაოსნობისას ყველა გემი ვალდებულია დაიჭიროს არხის/ფარვატერის ის მხარე, რომელიც მდებარეობს გემის ბორტის მარჯვნივ, ხოლო შემხვედრ გემებს გვერდი აუქციოს მარცხენა ბორტის მხრიდან.

2. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ ვიწროებში მყოფ ყველა გემს უნდა აცნობოს მის სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი/გამსვლელი ღრმად ჩამჯდარი გემების მოძრაობის შესახებ.

3. წყალქვეშა ფრთიანი გემი ვიწროებში სხვა გემთან მიახლოებისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროულად უნდა გადავიდეს წყალწყვის მდგომარეობაში.

4. გემმა ვიწროების გადაკვეთისას არ უნდა შეაფერხოს ვიწროების გასწვრივ გემის მოძრაობ