1. გემის ღუზაზე დაყენება ფარვატერებსა ან არხებში აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) ხილვადობის გაუარესების გამო გემს არ შეუძლია გადავიდეს არხის კიდის გარეთ ან გააგრძელოს მოძრაობა;
ბ) გემი იძულებულია გაჩერდეს ტექნიკური გაუმართაობის გამო, რაც ხელს უშლის მის შემდგომ მოძრაობას;
გ) ქარის მკვეთრი გაძლიერება ქმნის გემის მეჩეჩზე, არხის (ფარვატერის) ფარგლებს გარეთ გარიყვის საშიშროებას;
დ) გასასვლელი გადაკეტილია ღუზაზე მდგომი სხვა გემით.
2. არხში ან ფარვატერზე ღუზაზე იძულებითი დადგომისას გემი რაც შეიძლება დიდი მანძილით უნდა მოშორდეს არხის ან ფარვატერის ღერძს კიდისაკენ, გემის სვლის მიმართულებით, ბორტის მარჯვენა მხარეს.
3. გემის დგომის ადგილი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ გემის კორპუსმა არ დაუფაროს სანავიგაციო მოწყობილობები ფარვატერში მიმავალ სხვა გემებს.
4. იკრძალება მცურავ შუქურასთან, შუქნიშანთან და სხვა სანავიგაციო მოწყობილობებთან გემის მისვლა და/ან მიბმა.
5. არხში იძულებით გაჩერებული გემის კაპიტანი ვალდებულია, კავშირის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და VTS სამსახურს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გემის დასახელებას, ღუზაზე დადგომის დროს, ადგილს და მიზეზს, ასევე მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენადაა გართულებული მოძრაობა ღუზაზე დგომის რაიონში.
6. გემის კაპიტანი, რომლის გემის შეკეთებაც დაკავშირებულია ღუზაზე ხანგრძლივ დგომასთან, ვალდებულია აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, თუ რა სახის დაზიანება გააჩნია გემს და რამდენ ხანში შეძლებს გემის ეკიპაჟი მის აღმოფხვრას, ან შეუკვეთოს სათანადო სარემონტო მომსახურება. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას გემის ღუზაზე დატოვების ან ბუქსირით სანავსადგურე ერთეულში გადაყვანის თაობაზე.
7. ნაოსნობის გაგრძელების შესაძლებლობისთანავე გემის კაპიტანი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, VTS სამსახურს და სხვა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც ცნობილი იყო გემის იძულებითი დგომის შესახებ და მათგან თანხმობის მიღებისთანავე მოიხსნას ღუზიდა