1. ნისლის, ბინდის, თოვლის, ზღვის წყლის აორთქლების, კოკისპირული წვიმის და სხვა შეზღუდული ხილვადობის პირობებში ვიწროებში ნაოსნობა ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით და იმ გემით, რომელსაც გააჩნია გამართული რადიოლოკატორები.

2. წყალქვეშა ფრთიანი გემის ფარვატერზე და არხებში მოძრაობა 2 საზღვაო მილისა და ნაკლები ხილვადობისას, ნებადართულია მხოლოდ წყალწყვის მდგომარეობაში.

3. ფსკერდამაღრმავებელი და/ან სხვა სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემი შეზღუდული ხილვადობის პირობებში არ უნდა იმყოფებოდეს ვიწროებსა და ფარვატერზე, VTS ოპერატორისგან VHF-ზე შესაბამისი თანხმობის მიღებამდ