1.სანავსადგურე ერთეულში რამდენიმე გემის ერთდროულად შესვლა ან სანავსადგურე ერთეულიდან ერთდროულად გასვლა აკრძალულია.
2.ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაზიანებისა და ნავმისადგომებთან მდგარი გემებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობა ნებადართულია მანევრირებისათვის დასაშვები მინიმალური სიჩქარით. მოთხოვნიდან გამონაკლისი დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გემს შეუძლია გამოიყენოს თავისი ძრავები ავარიის თავიდან აცილების მიზნით.
3. წყალქვეშა ფრთიანმა გემმა ნავსადგურის აკვატორიასა და მის მიმდებარე წყლებში უნდა იმოძრაოს წყალწყვის მდგომარეობაში მინიმალური სიჩქარით, რაც უზრუნველყოფს სათანადო მანევრირებას.
4. ნავმისადგომთან ბაგირებით მიბმული გემის ამძრავი ხრახნის მუშაობა აკრძალულია. ამასთან, დასაშვებია ამძრავი ხრახნი ხანმოკლე გაშვება გემის გასაყვანად მომზადების მიზნით.
5. 100 (ასი) ტონა და მეტი საერთო ტევადობის იალქნიანი გემი ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის დროს უნდა მოძრაობდეს საკუთარი ძრავის ან ბუქსირის მეშვეობით.
6. ნავსადგურის აკვატორიაში, ფარვატერსა და არხებში იალქნით მოძრაობა აკრძალულია.
7. ყველა გემი, მათ შორის, ბუქსირებული გემი, მისასვლელ არხებში ფარვატერსა და სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში მოძრაობისას ვალდებულია მზადყოფნაში იქონიოს ღუზები დაუყოვნებელ ღუზაზე დასადგომად.
8. გრუნტზე ღუზის გათრევა აკრძალულია.
9. გემის კაპიტანი ვალდებულია, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გემთმფლობელს და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ზიანის დადგომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს შემოწმების ანგარიში შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და გემის კაპიტნის მონაწილეობი