1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბუქსირის გამოყოფასა და გემის მიბმის ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სააგენტო კომპანიებს გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის შესახებ. თუ გემი დგას ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომთან, მაშინ იქვე უნდა იმყოფებოდეს აღნიშნული ტერმინალის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს რადიოკავშირი VHF რადიოსადგურით საზღვაო ლოცმანთან და გემთან.
2. განაცხადი ბუქსირისა და საზღვაო ლოცმანის გამოძახების შესახებ გემის კაპიტანმა უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით უნდა გააკეთოს 2 (ორი) საათით ადრე.
გემის სალოცმანო გაცილე